x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
რატომ ვერ ნახავთ მაღაზიის დახლებზე ინდაურის კვერცხს?
imageმოხარშული და შემწვარი, ღვეზელებში თუ სალათებში - ქათმის კვერცხი ჩვენი რაციონის მუდმივი თანამგზავრია. ასევე არსებობს უფრო ეგზოტიკური ვარიანტები გურმანებისთვის: იხვი, მწყერი და სირაქლემაც კი. მაგრამ ინდაურის კვერცხს ვერც ერთ ფერმაში ვერ ნახავთ. მაგრამ რატომ? ვითომ კონკურენტები არ უშვებენ მათ ბაზარზე?


რა თქმა უნდა, ინდაურის კვერცხი ქათმის კვერცხზე გაცილებით დიდია - მათი წონა 70-80 გრამს აღწევს. ეს უმაღლეს კატეგორიას მიეკუთვნება - სუპერმარკეტებშიც კი იშვიათად შეგხვდებათ მსგავსი წონის კვერცხი! შედარებისთვის, პირველი კლასის ქათმის კვერცხის წონა 55-დან 65 გრამამდეა, ანუ 1, 5-ჯერ ნაკლები! ყველა ხარჯის და მარკირების გათვალისწინებით, ერთი ინდაურის კვერცხის ღირებულება 7/8-ჯერ აღემატება ქათმის კვერცხის ფასს.

image

ინდაური იწყებს კვერცხების დადებას საკმაოდ გვიან - სადღაც მე- 7-8 თვიდან. როცა ქათმები უკვე მე-5 თვიდან კვერცხებს დებენ! გარდა ამისა, რაოდენობაში განსხვავება კოლოსალურია. ახალგაზრდა ქათამი 5-6 კვერცხს კვირაში. ინდაური იმავე პირობებში კვირაში მხოლოდ 2 კვერცხს დებს.




რა უშლის ხელს რეკლამის განმთავსებლებს ისაუბრონ ინდაურის კვერცხის წარმოუდგენელ სასარგებლო თვისებებზე? ის რომ, ის უბრალოდ არ არსებობს!



ინდაურის კვერცხის გემო ოდნავ განსხვავდება ქათმის კვერცხისგან. ის ერთი მხრივ შეიცავს მეტ ცილას და ზოგიერთ ვიტამინს. მაგრამ მეორე მხრივ შეიცავს ქათმის კვერცხზე რამდენჯერმე მეტ ქოლესტერინს. გამოდის, რომ ინდაურის კვერცხის მუდმივმა მოხმარებამ შეიძლება ზიანი მიაყენოთ თქვენს გულს და სისხლძარღვებს.


მაგრამ ეს სიტუაცია არავის აწუხებს, რადგან ეს ფრინველები არასოდეს ყოფილა გამიზნული მასიურად ერბოკვერცხისა და გოგლიმოგლის მომზადებისთვის.

image

ძირძველი ამერიკელები ინდაურებზე ნადირობდნენ და მხოლოდ ხორცისთვის ამრავლებდნენ. ჩასულმა ევროპელებმაც დააფასეს ინდაურის მკერდის გემო და თითქმის მაშინვე გააგზავნეს ფრინველები ბებერ კონტინენტზე გასამრავლებლად.


ხუთი საუკუნის მანძილზე სელექცია ძირითადად ორი მიმართულებით მიდიოდა: დეკორატიულზე და ხორცზე. თითქმის არავის უცდია ინდაურებისგან საკვერცხე ფერმის შექმნა და ბიზნესის აწყობა.

0
419
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0