საზოგადოება
"სანქციების შიშმა ამერიკის საელჩოში მიიყვანა. ფერი არ მომეწონაო, ჩემმა ჩიტმა" - ვისზე საუბრობს ელისო კილაძე
2024, 19 დეკემბერი, 17:01

ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ონების" მხარდამჭერ ბიზნესმენთან და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტთან, სოსო ფხაკაძესთან დაკავშირებით კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს და წერს:
"ამერიკული სანქციების შიშმა “ვისოლის” სოსო ფხაკაძე ამერიკის საელჩოში მიიყვანა.
ფერი არ მომეწონაო, ჩემმა ჩიტმა
ძვირი უჯდება პრემიერების გამხნევება !"- ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე იმ ბიზნესმენებს შორისაა, რომლებმაც "რუსული კანონის" მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს, რის გამოც კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურეს.