საზოგადოება „არ მემღერება! ღონისძიებები გავაუქმე, მათ შორის საბიუჯეტო, წარმოუდგენელია იმღერო“ - ნინი ბადურაშვილი დღეს, 10:51 . ქვეყანაში არსებული დაძაბული სიტუაციისა და საპროტესტო აქციების ფონზე, ცნობილი ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც მომღერალი აღნიშნავს, ამ ვითარებაში მას არ ემღერება. ასეთივე განცხადება გააკეთა სტეფანემ და მაია დარსმელიძემ. ამჯერად ნინი ბადურაშვილი განმარტავს მიზეზებს, რატომ არ ემღერება: . „უბრალოდ, წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში გახვიდე და იმღერო. უბედურება ხდება ჩვენს თავს და აქედან გამომდინარე, არ მაქვს არანაირი სურვილი სიმღერის. შესაბამისად, ყველანაირი კონცერტი არის გაუქმებული… მე ვიყავი 2 თუ 3 საახალწლო ღონისძიებაში და გადავწყვიტე, რომ არ ვიღებ მონაწილეობას. . ჩემგან ყველაფერი, რაც კი რამე ღონისძიება იყო დაგეგმილი, ყველაფერი არის გაუქმებული, მათ შორის, საბიუჯეტო. ამ ფონზე, ამ რეალობაში, მე პირადად სიმღერის სურვილი არ მაქვს და არ მემღერება, “ – განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნინი ბადურაშვილმა. / ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია რომ ნინო ბადურაშვილი ტელეკომპანია იმედიდან გაუშვეს, თუმცა წუხელ ეთერში გავიდა გადაცემა პრაიმ შოუ, სადაც ნინი ბადურაშვილი სხვა წამყვანებთან ერთად ტრადიციულად იჯდა სტუდიაში. ბადურაშვილის იმედიდან წასვლის ცნობები სხვა დროსაც გავრცელებულა. . ნინი ბადურაშვილისგან განსხვავებით ბევრია ისეთი, რომელიც კვლავაც მიიჩნევს, რომ მყარად დგანან საკუთარ პოზიციაზე. ისინი აფიქსირებენ, რომ ასეთი მომღერლები, რომლებიც თავს იკავებენ, ცდებიან და ამას მალე გააცნობიერებენ. ერთ-ერთი ასეთი იყო თემურ თათარაშვილი, რომელმაც ასევე პირდაპირ განაცხადა: . “გავა დრო და ბევრი მიხვდება თავის შეცდომას. მე კი ვიცი, სწორ გზაზე ვდგავარ!“ -- აღნიშნავს თემურ თათარაშვილი. მსგავსი განცხადება კიდევ რამდენიმე სცნობადმა სახემ გააკეთა. 140 შეფასება არ არის
|