ისტორია 116 წლის "მერსედესს" 17,3 ლიტრიანი ძრავით 9 მილიონ დოლარად ყიდიან 17 დეკემბერი, 16:53 უნიკალური სპორტული ავტომობილი Mercedes Brookland, რომელსაც მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სარბოლო მანქანას უწოდებენ, აუქციონზე გაიყიდება.
ის 1908 წელს დამზადდა, ერთი წლის შემდეგ კი უნიკალური 17, 3 ლიტრიანი ძრავით აღიჭურვა. რარიტეტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო თავისი დროის ყველაზე პრესტიჟულ რბოლებში, 7-დან 9 მილიონ დოლარამდეა შეფასებული. "მერსედესის" ეს მოდელი 1906 წელს შეიმუშავეს და მას სახელი ბრიტანეთის სარბოლო ტრასის საპატივცემლოდ დაარქვეს . ავტოდრომი Brookland ითვლება ისტორიაში პირველ ტრასად, რომელიც სპეციალურად აშენდა სარბოლო მანქანებისთვის. გასაყიდად გამზადებული ეგზემპლარი თავდაპირველად აწყობილი იყო შედარებით სტანდარტული სიმძლავრის აგრეგატით(ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 80 ცხ.ძ.) სპეციალურად სხვა რბოლისთვის - ავსტრიული Semmering Hill Clim-ისთვის. ავტომობილის მფლობელმა, ოტო ზალცერმა 1908 წელს პირველი მცდელობისას დაამყარა სიჩქარის რეკორდი ა-81, 2 კმ/სთ-ში. რბოლის შემდეგ მანქანა დააბრუნეს ქარხანაში, სადაც ზალცერის ინიციატივით მასზე უზარმაზარი 17, 3 ლიტრიანი ძრავა დამონტაჟდა. იმ დროისთვის შთამბეჭდავი 150 ცხ.ძ. -ით. 1909 წელს ზალცერმა გააუმჯობესა თავისი რეკორდი 84, 3 კმ/სთ-მდე, , რომელიც 15 წელი მაოუხსნელი იყო. შემდგომში სპორტულმა მანქანამ არაერთხელ შეიცვალა მფლობელი, გადაინაცვლა ევროპიდან ავსტრალიაში, იქიდან კი აშშ-ში, სანამ 1964 წელს ის ინდიანაპოლისის სპორტული კომპლექსის მუზეუმმა 30 ათას დოლარად შეიძინა. მანქანას ჯერ კიდევ აქვს ორიგინალური ნაწილების სრული კომპლექტი, ორიგინალი საღებავის კვალი და შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. 178 2-ს მოსწონს
|