x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
116 წლის "მერსედესს" 17,3 ლიტრიანი ძრავით 9 მილიონ დოლარად ყიდიან
imageუნიკალური სპორტული ავტომობილი Mercedes Brookland, რომელსაც მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სარბოლო მანქანას უწოდებენ, აუქციონზე გაიყიდება.


ის 1908 წელს დამზადდა, ერთი წლის შემდეგ კი უნიკალური 17, 3 ლიტრიანი ძრავით აღიჭურვა. რარიტეტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო თავისი დროის ყველაზე პრესტიჟულ რბოლებში, 7-დან 9 მილიონ დოლარამდეა შეფასებული.

image

"მერსედესის" ეს მოდელი 1906 წელს შეიმუშავეს და მას სახელი ბრიტანეთის სარბოლო ტრასის საპატივცემლოდ დაარქვეს . ავტოდრომი Brookland ითვლება ისტორიაში პირველ ტრასად, რომელიც სპეციალურად აშენდა სარბოლო მანქანებისთვის.


image

გასაყიდად გამზადებული ეგზემპლარი თავდაპირველად აწყობილი იყო შედარებით სტანდარტული სიმძლავრის აგრეგატით(ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 80 ცხ.ძ.) სპეციალურად სხვა რბოლისთვის - ავსტრიული Semmering Hill Clim-ისთვის. ავტომობილის მფლობელმა, ოტო ზალცერმა 1908 წელს პირველი მცდელობისას დაამყარა სიჩქარის რეკორდი ა-81, 2 კმ/სთ-ში.

image

რბოლის შემდეგ მანქანა დააბრუნეს ქარხანაში, სადაც ზალცერის ინიციატივით მასზე უზარმაზარი 17, 3 ლიტრიანი ძრავა დამონტაჟდა. იმ დროისთვის შთამბეჭდავი 150 ცხ.ძ. -ით.


1909 წელს ზალცერმა გააუმჯობესა თავისი რეკორდი 84, 3 კმ/სთ-მდე, , რომელიც 15 წელი მაოუხსნელი იყო.

image

შემდგომში სპორტულმა მანქანამ არაერთხელ შეიცვალა მფლობელი, გადაინაცვლა ევროპიდან ავსტრალიაში, იქიდან კი აშშ-ში, სანამ 1964 წელს ის ინდიანაპოლისის სპორტული კომპლექსის მუზეუმმა 30 ათას დოლარად შეიძინა.

image

მანქანას ჯერ კიდევ აქვს ორიგინალური ნაწილების სრული კომპლექტი, ორიგინალი საღებავის კვალი და შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.

image

0
179
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0