კალათბურთი ანა სედოკოვას კალათბურთელმა ქმარმა თავი მოიკლა გუშინ, 15:14
ჯგუფ "ვიაგრას" ყოფილი სოლისტის, ანა სედოკოვას ყოფილი ქმარი, ლატვიის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი,
იანის ტიმმა მოსკოვში ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს.
32 წლის ტიმმამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გამოძიება დაწყებულია.. სუიციდის სავარაუდო მიზეზი ტიმმასა და უკრაინელი მომღერლის ანა სედოკოვას დაშორება გახდა. გარდაცვლილი იანისის გვერდით იპოვეს ტელეფონი, რომელზეც აკრეფილი იყო ყოფილი მეუღლის ნომერი, ასევე იქვე იყო შეტყობინება, სადაც კალათბურთელი ყოფილ ცოლს სთხოვდა დარეკვას. ასევე ღამის პირველ საათზე დადო პოსტი -დაბადების და გარდაცვალების თარიღი. ლატვიელი კალათბურთელი "ინსტაგრამ" გვერდზე სუიციდზე ხშირად საუბრობდა და სედოკოვას ადანაშაულებდა იმაში, რომ ნამდვილი სიყვარული ფულზე გაცვალა. ტიმმა და სედოკოვა ქორწინებაში 4 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.დაშორდნენ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად კი გაიყარნენ დეკემბერში.მანამდე სედოკოვა ოფიციაკურად ორჯერ იყო გათხოვილი. იანისი სხვადასხვა დროს "ბასკონიას", "ოლიმპიაკოსისა" და "ხიმკის" ღირსებას იცავდა, მან ევროლიგაში ჯამში 5 სეზონი გაატარა. ლატვიის ნაკრებში კი 2013 წლიდან ასპარეზობდა. ტიმა 2013 წელს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე 2013 წელს, "მემფის გრიზლსმა" მეორე რაუნდის მე-60 პიკად აირჩია, მაგრამ ლატვიელს NBA-ში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. იანისმა 2021 წელს "ორლანდო მეჯიქთან" ერთად საზაფხულო ლიგაზე იასპარეზა. 186 2-ს მოსწონს
|