x
უკრაინაში მებრძოლი ქართველი, სოციალური ქსელების საშუალებით, უკრაინელი არასრულწლოვანი გოგონას სექსუალური შეურაცხყოფაშია ეჭვმიტანილი

image
უკრაინის პოლიცია იძიებს ინციდენტს,
რაც კიევის № 249 სკოლაში მოხდა. სამართალდამცავებმა შეიტყვეს, რომ ქართველმა მოხალისემ სოციალური ქსელის – „ტელეგრამის“ საშუალებით გაიცნო 13 წლის მე-7 კლასის მოსწავლე. ასევე ცნობილია, რომ მებრძოლი ერთ-ერთ მოხალისეთა ქვედანაყოფებში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს.


მთელი წლის განმავლობაში მას სანდო ურთიერთობები დაამყარა სკოლის მოსწავლესთან. როგორც კი მიზანს მიაღწია, კაცმა დაარწმუნა პატარა გოგონა მისთვის გაეგზავნა ინტიმური ფოტოები და ვიდეოები და ასევე შეხვედრა შესთავაზა. მას შემდეგ, რაც მშობლებისთვის და სკოლისთვის ცნობილი გახდა სექსუალური შევიწროების ფაქტი, უკრაინის პოლიციაში განცხადება შევიდა.


ამ დროისთვის სამართალდამცავი ორგანოები მოხალისის დანაშაულის ფაქტს არკვევენ. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 156-1-ე მუხლის მიხედვით
მას 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

0
108
შეფასება არ არის
ავტორი:ქამრან მამედოვი
ქამრან მამედოვი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0