x
image
სალო123
როგორ შევარჩიოთ სუნამო სწორად

imageსუნამოს შერჩევა არც ისე ადვილია, რადგან თქვენი არომატი მეტყველებს თქვენს ხასიათზე. გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება :

1.სუნამოს ასარჩევათ დილით წადი, დღის ამ მონაკვეთში ცხვირი, , დაღლილი " არ არის. შენი ყნოსვის ორგანოს ჯერ არ შეუგრძვნია სხვადასხვა სურნელი, რაც ხელს შეგიშლიდა სუნამოს კარგად აღქმაში.

2.სუნამოს შესაძენად წასვლას თუ აპირებ, წინა დღით წიწაკიან და სუნელებიან საჭმელს მოერიდე, რადგან ამ შემთხვევაში სურნელის შეგრძნება მძაფრდება.

3. კარგი იქნება სუნამოს ასარჩევად თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად თუ წახვალთ, რადგან ასე უფრო ადვილად გაარკვევ, მას როგორი არომატი სიამოვნებს და მოსწონს.


და ბოლოს ასტროლოგები გვირჩევენ, რომ სუნამო თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით იქნეს შერჩეული, ასე მაგალითად:

კურო, ლომი, მორიელი და მერწყული ამჯობინებენ მდგრად სურნელს, რომელიც ადვილად არ იკარგება.

ვერძი, კირჩხები, თხის რქა და სასწორი ამჯობინებენ პირველად ნოტს, ანუ პირველ შთაბეჭდილებას სურნელისგან.

ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები ამჯობინებენ, უკანასკნელ ნოტს, რათა სურნელი ადამიანის მეხსიერებაში დარჩეს.

1
469
3-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
469
  
2012, 30 ოქტომბერი, 17:54
++++++
0 1 1