სიახლეები უგანდაში გავრცელდა უცნაური დაავადება, რომელიც გამუდმებულ "ცეკვას" იწვევს(ვიდეო) 2024, 16 დეკემბერი, 14:58
უგანდაში გავრცელა უცნაური დაავადება“ რის შედეგადაც პაციენტებს უკონტროლო კანკალი ეწყებათ. დაავადებით, რომელსაც ადგილობრივებმა "დინგა დინგა" უწოდეს, ითარგმნება როგორც "ცეკვით კანკალი", უკვე დაზარალდა დაახლოებით 300 ადამიანი, ძირითადად ქალები და გოგონები.
დაავადება, რომელიც დადასტურებულია ბუნდიბუგიოში, იწვევს ცხელებას და ძლიერ კანკალს. ოლქის ჯანდაცვის ოფიცერი, დოქტორი კიიტა კრისტოფერი ირწმუნება, რომ სიკვდილი არ დაფიქსირებულა და დაავადება ანტიბიოტიკებით იკურნება. ბევრი პაციენტი ცდილობს სიმპტომების შემსუბუქებას მცენარეული საშუალებებით, მაგრამ ექიმები ამას არ ურჩევენ. „არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ ბალახეული ამ დაავადების მკურნალობაში დაგვეხმარება“, - თქვა კრისტოფერმა: „ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ მეთოდებს და როგორც წესი, პაციენტები ერთი კვირის განმავლობაში იკურნებიან. მე მოვუწოდებ ადგილობრივ მოსახლეობას, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით." დაავადების შესახებ პირველად ცნობილი გახდა 2023 წლის დასაწყისში. ამჟამად სამედიცინო ლაბორატორიები აგრძელებენ ინფექციის შესწავლას. ერთ-ერთმა პაციენტმა, პეიშენს კატუზიმემ განაცხადა: „ვგრძნობდი, რომ ჩემი სხეული პარალიზებული იყო და როცა სიარულს ვცდილობდი, უკონტროლოდ ვკანკალებდი, ძალიან შემეშინდა, გადამიყვანეს ბუნდიბუგიოს საავადმყოფოში. საბედნიეროდ, ახლა თავს კარგად ვგრძნობ." სულ რამდენიმე თვის წინ უგანდასა და აღმოსავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში მაიმუნის ყვავილას აფეთქება დაფიქსირდა. აგვისტოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მაიმუნების ეპიდემია (mpox ) გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. გეგმა იყო ვაქცინების შემუშავება ვირუსთან საბრძოლველად, რომელიც უფრო გადამდები და რამდენჯერმე მომაკვდინებელია, ვიდრე ის, რომელმაც გლობალური ეპიდემია გამოიწვია 2022 წელს. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კონტინენტზე მხოლოდ წელს დაფიქსირდა mpox ინფექციის 17000-ზე მეტი შემთხვევა და 517-ზე მეტი სიკვდილი. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 160%-ით მეტია. 183 2-ს მოსწონს
|