საზოგადოება "მაგიტომ გიწოდებთ უსამშობლოებს "-ამირან სალუქვაძე დღეს, 16:13 "რუსთაველის გამზირს ყველაფერი უნახავს. პრეზიდენტის და ოპოზიციის მიერ საახალწლო ნაძვის ხის ანთების და ბავშვებისთვის ზეიმის ბოიკოტირება პირველად ნახა. ბავშვები მოაკლდათ გუშინ, სად არიან ბავშვებიო, თორემ განა იმას ამბობდნენ, მოდით, აანთეთ, პასუხისმგებლობას ვიღებთ, სიმშვიდე იქნება, და პროტესტს ისე გავაგრძელებთო?!
როცა ზურაბიშვილმა ორბელიანის მოედანზე საახალწლო ქალაქის მოწყობა გააპროტესტა და ჭყონიამ კოკა-კოლას მანქანის მსვლელობა გააუქმა, მაშინ ეტყობოდა, რომ ამათ ჩაფიქრებული ჰქონდათ ახალი წლის ზეიმის ჩაშლა.
თოვლის ბაბუას ნაცვლად მჩხიბავები და იაკუტიელი შამანები ეყოლებათ, ნაძვის ხის ნაცვლად ფიტულები ექნებათ...
მაგიტომ გიწოდებთ უსამშობლოებს და ზუსტად უსამშობლო ლიდერი აირჩიეთ ზურაბიშვილის სახით"-წერს სოციალურ ქსელში ბრიგადის გენერალი, სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე, საჰაერო თავდაცვის ყოფილი უფროსი და სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე.
127 1-ს მოსწონს
|