x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139026
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
რუსეთს სურს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გადასცეს უკრაინის ტერიტორიის სამ ნაწილად დაყოფის გეგმა
image

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია "ერთიანი რუსეთის"(Единая Россия) თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფარგლებში ახალი რეგიონები გაჩნდება.



მისი აზრით, შესაძლოა მოთხოვნადი იყოს დონბასის და ნოვოროსიას ინტეგრაციის გამოცდილება.ამის შესახებ მედვედევმა პარტია "ერთიანი რუსეთის" ყრილობაზე განაცხადა.




რუსეთის ექს-პრეზიდენტის თქმით, ახალი რეგიონები ქვეყნის განვითარების მძლავრი მამოძრავებელი ძალა გახდება.


„დონბასის და ნოვოროსიას ინტეგრაციის გამოცდილება შეიძლება კიდევ უფრო მოთხოვნადი იყოს, თუ ჩვენს ქვეყანაში ახალი, მაგრამ ჩვენთვის ახლობელი რეგიონები გამოჩნდება. ეს შესაძლებელია“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.




პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში დაბრუნებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური აღორძინების საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მნიშვნელოვანია მათი ინტეგრაცია რუსეთის საერთო ეკონომიკურ სივრცეში.



„რუსეთის ყოველი ახალი სუბიექტი გახდება ძლიერი მამოძრავებელი ძალა მთელი სახელმწიფოს განვითარებისთვის“, - დასძინა მედვედევმა.



სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა NEWS.ru-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან არ იცის ზუსტად რას გულისხმობდა დიმიტრი მედვედევი. მაგრამ შეუძლია მხოლოდ ივარაუდოს, რომ უკრაინის რამდენიმე რეგიონი „ითხოვს“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.



„შემიძლია ვივარაუდო. ოდესის ოლქი, ხარკოვის ოლქი, სუმის ოლქი დიდი ხანია ითხოვენ რუსეთთან შეერთებას“, - განაცხადა მილონოვმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ძირძველი მოსახლეობა რუსები არიან. მაგრამ მთლიანობაში, მთელი უკრაინა რუსეთის ტერიტორიაა.


სხვათა შორის, ადრე სამხედრო კორესპონდენტმა ევგენი ლისიცინმა გამოაქვეყნა უკრაინელების მიერ დახატული რუკა. მასზე არის უკრაინის დაყოფის გეგმა. კერძოდ, დონეცკის, ლუგანსკის.ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები უკრაინის შემადგენლობაში დარჩა.



ლისიცინის თქმით, რუსეთს სურს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გადასცეს უკრაინის ტერიტორიის სამ ნაწილად დაყოფის გეგმა. ვარაუდობენ, რომ ისინი შექმნიან სახელმწიფო ერთეულებს საკუთარი უფლებამოსილებით თანამედროვე კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, პოლტავას, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ჩერკასის, ვინიცას, ჟიტომირის რეგიონებისა და კიევის ტერიტორიებზე. უკრაინის დასავლეთი ნაწილი დარჩება "სადავო ტერიტორიად".

0
276
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0