x
მეტი
  • 15.12.2024
  • სტატია:138820
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512460
კადიროვი აპირებს დახუროს სილამაზის სალონები,რადგან "რყვნის ადამიანებს"
image

ჩეჩნეთში აუცილებელია სილამაზის სალონების დახურვა, რადგან მოდელები რეკლამას უკეთებენ მუსლიმი ქალებისთვის შეუფერებელ რაღაცეებს, განაცხადა რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.წერს Риа Новости

„[სალონები] ტვირთავენ ფოტოებს (საკუთარ სოციალური ქსელების გვერდებზე. ), სადაც აჩვენებენ სხეულის ისეთ ნაწილებს, რომელთა ჩვენებაც არ შეიძლება.სალონები, რომლებიც რყვნის ადამიანებს, უნდა დაიხუროს“, - განაცხადა კადიროვმა.

image


მან ასევე დასძინა, რომ ასევე აუცილებელია იმ სალონების მუშაობა შეწყდეს, რომლებიც დარღვევით მუშაობენ; პროცედურების შემდეგ „პრობლემები წარმოიქმნება და ადამიანები საავადმყოფოებში ხვდებიან“.

გარდა ამისა, რესპუბლიკის მეთაურის თქმით, უახლოეს მომავალში გროზნოში 15 აფთიაქი გაიხსნება, რომლებიც ცალ-ცალკე მოემსახურება ქალებსა და მამაკაცებს. პირველი ასეთი აფთიაქი რესპუბლიკის დედაქალაქში უკვე გაიხსნა.

0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0