x
მეტი
  • 16.12.2024
  • სტატია:138824
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512460
„გარეწარი“ – „უი ეს PRADA ანაფორიანი ვეიკელი მამაოც გაქოცებული მამალი ნაცია, კაცოო?“
image

.

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს საარჩევნო სააგიტაციო ბროშურის ფოტოს, სადაც ჩანს რომ ნაცმოძრაობის სიით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ზაზა ოქუაშვილის ცოლი ნატო ჩხეიძეა წარდგენილი და დეკანოზი შალვა კეკელია მის ბუკლეტში მხარდამჭერ მოწოდებებს აკეთებს. არადა მამა შალვა კეკელია ხელისუფლების მხარდამჭერად მოიაზრება:

.


გიორგი ფოფხაძე წერს:

ქართული ოცნება / Georgian Dream უი ეს PRADA ანაფორიანი ვეიკელი მამაოც გაქოცებული მამალი ნაცია კაცოო?..PS ეხ 21 საუკუნის და ინტერნეტ არქივის დედა რო ვატირე მეე, ეგ გფაქტავთ ხოლმე "სასტოულათ"ფაეტონს არ ენდოთ ქოცნახირი, ფაეტონს, ეშმაკის მოგონილია ეგე –– წერს ფოფხაძე.

.

13 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამართული ერთ-ერთი საპროტესტო მსვლელობის მონაწილე, გიორგი ზვანელი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან, დეკანოზ შალვა კეკელიასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს და წერს, რომ პატრიარქი და ეკლესია არავის უგინებია.

.~

ამას გარდა, ნაცმოძრაობის საპარლამენტო სიის წევრი ლელა ჯეჯელავა მამა შალვასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

.

შალვა კეკელია, მამა ვაკე, არ გინდა ბოდიში მოიხადო გუშინდელი უნიჭო სპექტაკლისთვის? –– წერს ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

.

ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია კი სოცქსელში წერს:

.

გარეწარი!!!

რამდენად ბოროტი უნდა იყოს ადამიანი, რომ მის გონებაში ასეთი წინადადება საერთოდ დაიბადოს!!!

.

ინციდენტთან დაკავშირებით სხვა მომხმარებლებიც წერენ. როგორც გიორგი ზვანელი ამავე პოსტში აღნიშნავს, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დეკანოზ შალვა კეკელიასთან მივიდა. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს.
„ერთ-ერთი პირველი ვიყავი დღეს ვინც აქციის დროს შალვა კეკელიასთან მივიდა და სრულიად მშვიდად ვთხოვე ორ შეკითხვაზე გაეცა პასუხი.

.

შემდეგ რა მასკარადიც მოაწყო ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პოპულიზმს და სიცრუეს.

გამომდინარე იქიდან რომ მთელი დიალოგის მანძილზე (უფრო სწორედ მონოლოგის, რადგან საუბარი არავის გვაცადა) მასთან ვიდექი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ:

1. კიდევ ერთხელ ვიმეორებ შეკითხვის დასმა არავის გვაცადა.

2. არავის უგინებია პატრიარქი და ეკლესია.

3. იყო გაუგებარ აგონიაში და ისტერიკაში.

4. თვითონ და თავისი ლაქია მღვდლები დორბლების ფრქვევით ცდილობდნენ სკანდალის აგორებას“ –– დაწერა გიორგი ზვანელმა.

.

ცნობისთვის, შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მამა შალვა კეკელიამ განაცხადა, რომ ის ძალადობას გმობს და ამაზე ქადაგების დროსაც საუბრობს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეების სხვადასხვა შეძახილის საპასუხოდ კეკელიამ განაცხადა: „ჩვენი ქვეყნის ერთგული ვარ. ვინაა რუსი? ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა, ყველა წყეული იყოს“.

.


0
462
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0