საქართველო "თუ თვითონ აღარ იქნება ქართვლის ბაბო, 1 კვირისა და 6 დღის შემდეგ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ"-გელა ზედელაშვილი დღეს, 11:01 "ჩამაიარა, ნახა, ვითამ გაიმარჯვა!
გუშინ ორჯერ ჩამაიარა ბრიგადირივით, დილას და საღამოს. შავ მასაში დაბოღმილი შეერია, როგორც კი ტაში დაუკრეს, ცალყბად, ძალისძალად გაიკრიჭა. ან კი რა ეკრიჭება, 1 კვირასა და 6 დღეში ბრიგადირიც აღარ იქნება, ესენი, პარლამენტის წინ რო დაბოდიალობენ, ზედაც აღარ მიაფურთხებენ.
ვერ ქნეს ამათ, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა თავის პატრონებთან ერთად, ვერ გადაატრიალეს სახელმწიფო თავიანთებურად, ვერ გაისროლეს ზარბაზანი ქაშუეთიდან, ვერ შელეწეს კარნი პარლამენტისანი, ვერ გააძევეს ივანიშვილი და მისი მომხრეები “იკარუსით'' ჩელიაბინსკის მიმართულებით. არადა, როგორ უნდოდა, როგორ წადინობდა, ეგონა, მაშინდელივით გამოუცხადებდა მადლობას საქართველოში დემოკრატიის გადამრჩენებს და “მენდლებითაც'' დააჯილდოვებდა, მაგრამ არა, ვერა, ვერ გამოდის!
ყველაფერი სცადა - “მოლოტოვებიც'' ისროლა, პიროტექნიკაც გამოიყენა, კუბოც დაწვა, ფიტულებს ნემსებიც უჩხვლიტა, პოლიციელებსაც აგინა, “პირველარხელებსაც'' მიუვარდა, “იმედელებსაც'' მიეჭრა, საჯარო სამსახურებიდან თავისი მომხრეებიც გამორეკა, მაგრამ არა, ვერა, სახელმწიფო მაინც ვერ ჩამოშალა. ერთადერთი, რაც გამოუვიდა, “პირველარხელები'' მოათვინიერა, ბოლოს სუ სამაგისოდ უბნობენ, თანაც ფერი აღარ ადევთ სახეებზე, ემანდ არაფერი შეგვეშალოსო. ეგ კი არა, მანდ “საბოტაჟნიკებსაც'' ამუშავებენ და თავებზე ხელებსაც უსვამენ, ეფერებიან და აფუფუნებენ. შეყარეს და შეყარეს ხონის ფსიქიატრიულის კლიენტები სტუდიაში, ალაპარაკებენ და ალაპარაკებენ დღეში 3 საათი. აქედან, ანუ მეორე მხრიდან რო უთხრეს, ჩვენც გვალაპარაკეთ ნორმალურებიო, უარი შემოთვალეს, ვერაო, აქ რო მოხვალთ, შეიძლება ერთმანეთს ეჩხუბოთო. მოდით, მარტო ესენი იყვნენ, მაინც ჩვენიანები არიანო.
ჰო, კინაღამ დამავიწყდა... გუშინ ბავშვებიც დაამარცხა, საახალწლო ნაძვის ხე არ აანთებინა.
რა დროს ნაძვის ხეა, როცა ქვეყანა იღუპებაო?
დიახ, იღუპება და თანაც რუსეთისკენ მიექანება, თუ თვითონ აღარ იქნება პრეზიდენტი, თუ თვითონ აღარ იქნება ქართვლის ბაბო, 1 კვირისა და 6 დღის შემდეგ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ. რა, მარტო ჩელიაბინსკში? ზოგი ხაბაროვსკში ამოჰყოფს თავსა, ზოგი კიდე ნოვოსიბირსკში, გინდათ ამ სიცივე-ყიამათში რუსეთი? ზაფხული რო იყოს, კიდე ჰო, ადაპტაციას გავივლიდით, მკაცრ ჰავას მივეჩვეოდით, ეხლა კიდენა რა გამოდის, უნდა ვიკავკავოთ?
კავკავი არ გეცოდინებათ... კახეთში შეციებულზე იტყვიან ხოლმე, კავკავებსო.
მოკლედ... ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არი, 1 კვირასა და 6 დღეში შეიძლება ბევრი რამ მოასწროს... აგე, 1 კვირაც არ არი, რაც სირიას დედის ტრაკი მოუტ...ნეს, დაანაწევრეს და დაგლიჯეს. მაგაზეც თანახმაა, იყვნენ, კაცო, ესენი ხელისუფლებაში, ოღონდ პრეზიდენტად დატოვონ. თუ უნდათ, ქვეყანაც გაყონ, ნახევარში თვითონ იქნება პაწრიოტებთან ერთად, ნახევარში კიდე ესენი დარჩნენ. აეგ არი გეგმა “ბუ'' იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვა გეგმა “აუ''.
ავოიე!!!"-წერს სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო ინყტერნეტ გამოცემა "ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი.
179 1-ს მოსწონს
|