x
მეტი
  • 17.12.2024
  • სტატია:138848
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512487
მეტალო პლასტმასის ფანჯრებზე თქვენ ამას არავინ გეტყოდათ!
ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ნივთების განვითარებასთან ერთად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო გამარტივდა. ხის კარ-ფანჯარა კი ე.წ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარამ ჩაანაცვლა, რომელიც უფრო კომფორტული და ადვილად რეგულირებადია და ხელს უწყობს ოთახში სითბოს შენარჩუნებას. თუმცა ხშირად და თითქმის ყოველთვის, როდესაც ახდენენ ინსტალატორები ამ ფანჯრების ინსტალაციას (მონტაჟი), ავიწყდებათ ორი ძირითადი და აუცილებელი პირობის თქმა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ, ვისაც სახლში მეტალო-პლასტმასის ფანჯრები გაქვთ.



ორი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ მეტალო-პლასტმასის ფანჯრების შესახებ!



image




● ყველა ფანჯარა აუცილებლად უნდა გავპოხოთ (დაზეთვა)


უმეტესი თქვენგანი, როდესაც ფანჯარა იწყებს ჭრაჭუნს, რატომღაც მაშინვე იძახებს ხელოსანს, ან საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, არადა ყოველ წელს, ანუ წელიწადში ერთხელ ყველამ უნდა გავპოხოთ ფანჯრის რკინის დეტალები საკერავი მანქანის ზეთით.







● სეზონის მიხედვით უნდა შეცვალოთ ფანჯრის რეჟიმი

ყველა სახის მეტალო-პლასტმასის ფანჯრებს აქვს რეჟიმი ზამთარი და ზაფხული, რომელიც სეზონებზე აუცილებლად უნდა შევცვალოთ და ეს პროცედურა არაფერს განსაკუთრებულს არ საჭიროებს, ძალზედ მარტივია და თავად შეგიძლიათ გააკეთოთ ხელოსნების გარეშე.





image





როგორ შევცვალოთ ფანჯრის რეჟიმი?



თავდაპირველად, გააღეთ ფანჯარა და მოძებნეთ ჩამკეტი მექანიზმი. ფანჯრების ფურნიტურა შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა ხრახნისი ყველას აქვს ერთნაირი- მრგვალი ან ოვალური ფორმის და აქვთ ხვრელები გაღება-დაკეტვის სისტემისთვის. ჯერ აუცილებელია გავიგოთ რომელ რეჟიმზეა მომართული ჩვენი ფანჯრის სახრახნისები, რომლის შემოწმება შეგიძლიათ მარტივად ქაღალდის გამოყენებით. ჩააყოლეთ ქაღალდი ფანჯარაში და დახურეთ, თუ ის ადვილად გამოიღეთ დახურული ფანჯრიდან, ე.ი ფანჯრები ზაფხულის რეჟიმზეა და თუ ვერა, ბუნებრივია, რომ ზამთრის. იმისთვის, რომ შევცვალოთ რეჟიმი, საკმარისია ყველა სახრახნისი გადაატრიალოთ ინსტრუმენტის გამოყენებით.



image




რატომ არ შეიძლება ფანჯრების დატოვება ზამთრის რეჟიმზე მუდამ?



რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დატოვოთ ფანჯრები ზამთრის რეჟიმზე ყველა სეზონზე, თუმცა მალევე მისი სრულიად გამოცვლა მოგიწევთ. როდესაც რეჟიმი მუდამ ზამთარზეა მომართული, იზრდება ზეწოლა კომპაქტორზე და ადვილად ცვდება, ამ დროს ხელოსნის გამოძახება კი ნამდვილად გარდაუვალი გახდება. იმისათვის, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ მეტალო–პლასტმასის კარ–ფანჯარა, ეს ორი ძირითადი ფაქტორი აუცილებლად გაითვალისწინეთ.



0
206
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0