ტრამპის განცხადებით ის წინააღმდეგია, უკრაინელებმა რუსეთის ობიექტები დაბომბონ დიდ მანძილზე
ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა, წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში შეაჩერებდა.
მართალია ტრამპმა ეს თქვა, მაგრამ ერთია თქვა და მეორეა შეასრულო, რადგან რუსეთი მადაა მოლაპარაკებისათვის და ომის შეწყვეტისათვის, თუ უკრაინა სცნობს ყირიმის და დონბასის დაკარგვას და აღიარებს მათ, როგორც რუსეთის ტერიტორიას, რასაც უკრაინელები არასდროს დათანხმდებიან.
ტრამპმა ახლახან მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: "არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივაწოდოთ უკრაინას შორი რასიუსის რაკეტები, რომელთა მეშვეობითაც უკრაინას შეუძლია რუსეთის სიღრმეში გაანადგუროს სტრატეგიული ობიექტები, რადგან ეს დარტყმები ხელს უწყობს ომის ესკალაციას და არ ემსახურება მზაობას დიალოგისათვის, რაც ორივე მხარისათვის ჰაერივით აუცილებელია, რადგან კოლოსალურია მსხვერპლი ორივე მხარეს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას დიალოგისათვის მზადების საკითხებში, რაც წინა პირობა გახდება ომის შეწყვეტა-შეჩერების საქმეში.
ჩვენ არ უნდა ვიყოთ მაპრპვოცირებელი ძალა ამ ომში, შორი რადიუსის რაკეტების მიწოდებით უკრაინისათვის.
ბაიდენის ადმინისტრაციას შეეძლო, ომი დაწყების პირველივე დღეებში შეეჩერებინა უშუალო დიალოგით მხარეებთან, იარაღის მიწოდებამ ბევრად მაღალ საფეხურზე აიყვანა ომის მასშტატები, რომელმაც ასეულ ათასობით სახმედრო და სამოქალაქო პირი შეიწირა, რაც ყველაზე დიდი საშინელებაა, ამ ომს შეეწირა ათასობით ბავშვი და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ ბავშვების ეროვნებას. სახელმწიფო მეთაურების შორის წარმოქმნილ დავას უდანაშაულო საზოგადოება, მათ შორის ბავშვები არ უნდა ეწირებოდნენ"-განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
არავინ იცის ინაუგურაციის შემდეგ რა ნაბიჯებს გადადგამს პრეზიდენტი ტრამპი, მაგრამ ერთი რამ ცხადზე ცხადია-თუ რუსული აგრესია ვერ შეაჩერა ტრამპმა და ამის ფონზე შეიარაღება ვერ მიაწოდა უკრაინას, უკრაინა განწირულია.
მართალია უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა გონს მოეგო და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის "ამოქოქვა" სწრაფი ტემპებით დაიწყო, მაგრამ იქნება თუ არა ეს საკმარისი რუსეთის შესანარჩუნებლად, ესაა უმთავრესი საკითხი.
რამდენიმე დღის წინ მთლიანად უკრაინის მიერ წარმოებულმა შორი რადიუსის მოქმედების დრონებმა იერიში მიიტანა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გვარდიის ბაზებზე, ოფიციალური მონაცემებით ოცამდე მებრძოლია დაღუპული და ბევრად მეტი დაჭრილი, როცა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სულ 8 მებრძოლია დაჭრილი და მსხვეროლი არაა.