x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გეუბნებით, ბავშვები არ წამოიყვანოთ, მენდეთ.... "- რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც მმართველი გუნდის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს და მშობლებს რუსთაველის გამზირზე ბავშვების გაყვანისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს:


"ვიცი ქოცები ჩემს სტატუსებს კითხულობთ. წვრილფეხობას მოგმართავთ: ხვალ თქვენი ბოსები პროვოკაციაზე გეპატიჟებიან. ვითომ ნაძვისხის ანთება და ბავშვების გახარება აიჩემეს, სინამდვილეში კალაძე რამდენიმე დღეა ეგრეთწოდებულ ძველ ბიჭებს და მთელ ქუჩის ფსკერს აგროვებს, რომ იქ პროვოკაცია დადგას. თან იმდენად უნამუსოა, ბავშვებით გეპატიჟებათ.


ჩვენი საპროტესტო მოძრაობა რას გადაწყვეტს არ ვიცი ჯერ, არავინ არ იცის მგონი. ჩვენს მხარეს თვითორგანიზებული, წესიერი და მშვიდობიანი ხალხია. ალბათ როგორც სინდისი და სიტუაცია უკარნახებს ისე მოიქცევა ყველა, მაგრამ თქვენ გეუბნებით, ბავშვები არ წამოიყვანოთ რუსთაველზე, მენდეთ, თქვენი ბოსები უკიდეგანო ნაძირლები არიან და რამე უბედურებაში არ გახვიოთ ბავშვები."- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.



შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება, ამის შესახებ კახა კალაძემ თავის ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.


ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა მას შესთავაზა, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ღონისძიება ორბელიანის სასახლის წინ გადაეტანა. პრეზიდენტის თქმით, თუ რაიმე პროვოკაცია მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ეკისრება.







0
338
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
338