საზოგადოება საქართველოში ბევრს ჰგონია, რომ პოლიცია ვალდებულია გინებას, პეტარდების სროლას დუმილით უპასუხოს, ეს მცდარი აზრია გუშინ, 20:38 ბევრს ჰგონია, სამართალდამცველი ვალდებულია დედის გინებას, ქვების "წვიმას" და პეტართების "შტურმს" ფეხმოუცვლელად დახვდეს და რეაქცია არ ჰქონდეს. არა და სამართლებრივად ეს ასე არაა, პოლიციას სრული უფლება აქვს ძალიასმიერი სახის პასუხი გასცეს სამართლებრივი ზონიდან გასულ დემონსტრანტებს და ასეთ დროს გამოიყენოს წყლის სატყორცნები, ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, ელექტროშოკური საშუალებები, რეზინის ტყვიები და განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართული სპექტრის ზემაღალი იმუპსების გამომტყორცნელი გენერატორები, ისეთები, როგორიც გამოიყენეს 7 ნოემბერს წინა ხელისუფლების დროს. ზედა სურათზე არ არიან ქართველი პოლიციელები, მაგრამ როგორც ხედავთ დემონსტრანტი დაბლა ყავთ დაგდებული და ამზადებენ დასაკავებლად. არც ეს პოლიციელებია ქართველები, ევროპის მაღალგანვითარებული ქვეყნის წარმომადგენლებია, რაც მათ ხელს არ უშლის დემონსტრანტებს ასე მოექცნენ. როგორც ხედავთ პოლიციის სპეცრაზმელი ცეცხლსასროლი, ტაბელური პისტოლეტითაცაა შეიარაღებული. გერმანელი პოლიციელები დემონსტრაციის დაშლილას. როგორც ხედავთ გერმანული პოლიციის სპეცრაზმი პირდაპირ სახეში ასხურებს ცრემლსადენ აირს დემონსტრანტებს, კანონდამრღვევვი მოქალაქე კი ზუსტად ისე გაყავთ, როგორც გაყავს ქართული პოლიციის სპეცრაზმელებს. ნურავის ჰგონია, რომ როცა დემონტრაციის მონაწილეები დაშვებულ ნორმებს სცილდებიან, მათ თავზე ხელს უსვამენ მოფერებით. არც ქალებისათვის ცრემლსადენი აირის შესხურებაა ევროპელი პოლიციელებისათვის უცხო, მაშინაც კი როცა დემონსტრანტი ბევრად მშვიდობიანია ვიდრე ქართველი დემონსტრანტები. მიუახლოვდები პოლიციის ბარიერს, ეგრევე მიიღებ პასუხს ცრემლსადენი აირის სახით. არც რასობრივ შევიწროვებად ითვლება, როცა ფერადკანიან დემონსტრანტს უსწორდებიან ხელკეტებით პოლიციელები. არც დემონსტრანტებზე წყლის ჭავლის მიშვებააა უცხო და მიუღებელი. როგორ გაყავთ დაკავებული! გეცნობათ ხომ სიტუაცია, ეს მიღებული სტანდარტია. კარგად ეკიპირებული პოლიციის სპეცრაზმი, რომელიც დასახული ამოცანის შესასრულებლად მზადაა. ბრიტანელებზე ვერ იტყვი არადემოკრატიული სახელმწიფოაო, მაგრამ აი როგორ უსწორდება ბრიტანული პოლიცია დემონსტრანტებს. როგორ მუშაობს ნიდერლანდების პოლიცია დემონსტრაციების დროს, როცა დემონსტრაცია მშვიდობიან ფარგლებს სცილდება. გაფრთხილების მერე ეგრევე იწყებს მუშაობას პოლიციის სპეცრაზმი გერმანიაში. ამერიკელი პოლიციელისათვის ერთია, კაცს აკავებს თუ ქალს. ვიდეოს სანახავად დააჭირეთ: "Посмотреть на YouTube". ვიდეოს სანახავად დააჭირეთ: "Посмотреть на YouTube". იმდენი სისხლი მაქვს ნანახი 15 წლის ასაკიდან, ნაღდად არ მსიამოვნებს რუსთაველზე დაღვრილი სისხლის ნახვა საქართველოს მოქალაქეების სახეზე თუ თავზე, მაგრამ როცა კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიდიხარ უნდა იცოდე, რომ აუცილებლად დაისჯები კანონის მთელი სიმკაცრით. +16 217 4-ს მოსწონს |
ამიტომ დავტოვე ღია სტატია...