x
მეტი
  • 11.01.2025
  • სტატია:139319
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512678
გელა ზედელაშვილი: გადაიღეთ ფილმი სათაურით:,მამუკი და ბადრუკი'', ან ,,ალაკუტა და მალაკუტა''.

image
არ ვიცი, რაააა, მე ეგეთი ზეშთაგონებული სახეები ინდურ ფილმებშიც არ მინახავს, აღარაფერს ვამბობ ვენესუელურ სერიალებზე.
რეჟისორებო, თქვე ჩემისებო, რას დაბოდიალობთ თეატრიდან თეატრში, აქციიდან აქციაზე, ვერ ხედავთ, როგორი შედევრული მასალა დევს თქვენს თვალწინ?
ჰა, ვერ ხედავთ? გადაიღეთ ფილმი სათაურით: “ყვავილი და ქვა''. შეგიძლიათ “განგაშიც'' დაარქვათ, ან “შურისძიება და კანონი'', ან “ზიტა და გიტა''... არა, “ზიტა და გიტა'' არ გამოვა, დაარქვით “მამუკი და ბადრუკი'', ან “ალაკუტა და მალაკუტა''.
ფილმი უნდა იყოს პატრიოტულ-შემეცნებითი. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, ვინ ფიქრობდა ამ ქვეყნის სვესა და ბედზე, ვის ჰქონდა მამულზე ფიქრისგან ჯიგარი დამძიმებული. ნახავს მემატიანე ოდესღაც ამათზე გადაღებულ ფილმს და საერთოდ აღარ დასჭირდება მტვრიანი არქივების ქექვა.
ფილმი “ალაკუტა და მალაკუტა'', ან “მამუკი და ბადრუკი'' მუსიკალურად აუცილებლად უნდა გააფორმოს შავმა ნოდარამ და სადაც კი ქალი გამოჩნდება, გაახმოვანოს ინგა გრიგოლიამ. შავნოდარას მძიმე მუსიკები ძაან მოუხდება ამათ გამომეტყველებას და ზეშთაგონებას. რაც შეეხება ინგას ხმას, ეს არი გულში ჩამწვდომი კვნესა, რომელიც წითელ ხაზად გაჰყვება კინოს.
ახლა არ მითხრათ, ეგეთი ზეშთაგონებული სახეები თურქულ სერიალებში ყრიაო. არა, ხალხო, არა, კარგად დააკვირდით, ამათ გამომეტყველებაში ჩატეულია საქართველოს 3 ათასწლოვანი ისტორია. შეიძლება მეტიც, შეიძლება 4 ათასწლოვანი, შეიძლება 5 ათასწლოვანიც და არა მხოლოდ საქართველოს ისტორია, ერთი შეხედეთ, განა ასეთი არ იყო იულიუს კეისარი? განა ასეთი არ იყო ალექსანდრე მაკედონელი? განა ასეთი არ იყო ნაპოლეონი? თუნდაც აღმაშენებელი? რომელი ერთი ჩამოვთვალო? დავიღალე... ერთი ამათიც!!!" - გელა ზედელაშვილი
შეიძლება იყოს 2 people გამოსახულება
0
140
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0