x
მეტი
  • 05.03.2025
  • სტატია:140709
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513572
სილამაზის დედოფალი თაღლითებმა ერთ დღეში გააკოტრეს
image

ალი თაღლითების კრიმინალური სქემის მსხვერპლი გახდა და თითქმის მთელი დანაზოგი მათ გადაურიცხა - ოთხი მილიონი ბატი (დაახლოებით 118 ათასი აშშ დოლარი).

ბოროტმოქმედებმა 25 წლის ტაილანდელი მოდელი მოატყუეს და კიბერპოლიციელად გააცნეს თავი;ამის შესახებ გამოცემა Thaiger-ი სერს.

აცხადებდნენ, რომ ბანკში მის სახელზე გაიხსნა ანგარიში ფინანსური ტრანზაქციების განსახორციელებლად. თანხების „თაღლითებისგან“ დასაცავად, თანამოსაუბრეებმა ქალს ურჩიეს, რისკების თავიდან აცილების მიზნით, მთლიანი თანხა გადაერიცხა "ბანკში"


როგორც გამოძიებამ გაარკვია, შარლოტამ ფულის ჩარიცხვა გადაწყვიტა ცრუ „სამართალდამცავებთან“ ვიდეოთვალით 24-საათიანი საუბრის შემდეგ.

ნამდვილმა კიბერპოლიციამ კი ეს ამბავი შეიტყო საინფორმაციო გამოშვებებიდან. ისინი ქალს სთხოვენ, მიაწოდოს ინფორმაცია თაღლითების ანგარიშების და ტელეფონის ნომრების შესახებ. თავად "სილამაზის დედოფალს" ამ ინციდენტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

image

პოლიციის გენერალ-ლეიტენანტმა ტრირონგ ფივპანმა, კიბერდანაშაულის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო.

ოსტინი დაიბადა ფხუკეტში 1998 წელს. გოგონამ ადგილობრივ სილამაზის კონკურსებში მონაწილეობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ უდიდესი პოპულარობა 2022 წელს მოიპოვა, როდესაც ეროვნულ კონკურსში Miss Grand Thailand-ზე მეხუთე ადგილი დაიკავა. მოდელმა ასევე ითამაშა მინი-სერიალში "მანახე სიყვარული"( Show Me Love.)

0
197
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0