საზოგადოებრივი მეცნიერებმა გვაჩვენეს, როგორი შეიძლება იყოს ადამიანი 2100 წელს 13 დეკემბერი, 13:42
საკმაოდ არასასიამოვნო სანახავია.
ამერიკული კომპანიის Maple Holistics-ის სპეციალისტებმა და ტოლედოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა იწინასწარმეტყველეს, როგორები იქნებიან ადამიანები ამ საუკუნის ბოლოს. პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეიცვლება საშუალო სტატისტიკური ადამიანი 2100 წლისთვის, შეგიძლიათ ნახოთ სპეციალურად შექმნილ 3D მოდელზე სახელად Mindy. მან შეიძინა მრავალი უარყოფითი ფიზიკური თვისებები, რადგან, მკვლევარების გამოთვლებით, ადამიანების გარეგნობა შეიცვლება ყველაზე უარესი მიმართულებით. ეს გამოწვეულია უმოძრაო ცხოვრების წესით და გაჯეტების თაყვანისცემით (პირდაპირი გაგებით). მოდით, 2100 წლის Mindy-ის გადავხედოთ და ცოტა დავფიქრდეთ. გაიცანით, ეს არის Mindy. მეცნიერები ამბობენ, რომ 2100 წელს ადამიანები ზუსტად მას დაემსგავსებიან. შევხედოთ Mindy-ის იმ თავისებურებებს, რომლებიც განასხვავებს მას დღეს ჩვენგან. სამუშაო ხელის მოხრილი მტევანი; 90 გრადუსიანი იდაყვი - სმარტფონების მუდმივი გამოყენების შედეგი. თითები ისე შეეგუება გაჯეტების დაჭერას, რომ გაშლას აღარ დაექვემდებარება და "სადგამის" პოზიციას შეინარჩუნებს. ხერხემლის რკალისებური გამრუდება, რომელიც გამოწვეულია უმოძრაო ცხოვრების წესით და გასქელებული კისრის კუნთებით. კისერი იძულებული იქნება ხერხემლის დატვირთვის კომპენსირება მოახდინოს. სხვათა შორის დღეს უკვე არსებობს სამედიცინო ტერმინი კისრის არეში ხერხემლის სპეციფიკური ტკივილზე, რომელიც გამოწვეულია გაჯეტებისკენ თავის დახრით -tech neck. Mindy-ის თვალებს შიდა ქუთუთოს "გვერდითი წამწამი" დაიცავს ტექნოლოგიური მოწყობილობების სინათლის გადაჭარბებული ზემოქმედებისგან. იზრდება შეშფოთება იმის შესახებ, რომ სმარტფონებით გამოწვეული რადიოსიხშირული გამოსხივება ძლიერ გავლენას მოახდენს ტვინზე და შეიძლება გამოიწვიოს მის ფუნქცინირებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. მაშ ასე, Mindy-ის საუკეთესო ვარიანტი : მოკუნტული სხეული და დაპატარავებული ტვინი. 520 2-ს მოსწონს
|