x
მეტი
  • 13.12.2024
  • სტატია:138771
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512450
"წყარო ამბობს, რომ ხელი შემოუქნია, ის წაბორძიკდა, დაეცა და..." - რას წერს ეკა კვესიტაძე

image


"მთავარი არხის" ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე ღარიბაშვილის დაშავებასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"მოკლედ, ასეთი ამბავი ყოფილა. კობახიძესთან იყო შეხვედრა, შეხვედრაზე იყვნენ ასევე მდინარაძე და ყაველაშვილი. ღარიბაშვილს უთქვამს, რომ ხალხი აღარ შედის სახლში და რაღაც არის მოსაფიქრებელიო. კობახიძემ არანაირი დათმობა, წელში გადავტეხავ მაგ ხალხსო. ღარიბაშვილმა შენ ეგრე იმუქრებოდი და შედეგად ვნახეთ, ახლა არავინ გვაღიარებსო. კობახიძემ მივაღწევთ აღიარებასო. მოკლედ, ამაზე დაეძაბათ და გადავიდნენ ჩხუბზე.


აქ ვერსიები იყოფა - რამდენიმე წყარო ამბობს, რომ კობახიძემ ვირთხა დაუძახა და ხელი შემოუქნია - ის წაბორძიკდა, დაეცა და ხელი ამოუვარდა. მეორე წყარო ამბობს, რომ ისე დაარტყა ხელი ღარიბაშვილმა შეშლილ ფსიქოპატს, რომ ხელი იტკინაო. მერე ყაველაშვილი მივარდა ღარიბაშვილს საცემრადო. ჭირი იქა, ლხინი აქა. ნუ, როგორც დაზუსტებით ამბობენ, ღარიბაშვილს წასვლა უნდა და არ უშვებენო, საზღვრიდან მოაბრუნეს ცოტა ხნის წინო. ყაველაშვილს პრეზიდენტობა არ უნდა და შენ ვინ გეკითხებაო"- ვკითხულობთ ეკა კვესიტაძის პოსტში.



"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და მცირე სამედიცინო დახმარება დასჭირდა - დეზინფორმაციაა, თითქოს ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს, - ასე პასუხობენ პარტია "ქართულ ოცნებაში" ღარიბაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.


ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა “ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღარიბაშვილი სხვადასხვა დაზიანებით ტრავმატოლოგიურ კლინიკაში იმყოფებოდა. მან აღნიშნა ისიც, რომ "ქართულ ოცნებაში" ბევრი ბზარია და ღარიბაშვილი ორ კვირაზე მეტია ოფისში არ გამოჩენილა.




0
431
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
431