საქართველო "არავითარი მხარი. რა თქმა უნდა ნაცემია"- რა ინფორმაციას ავრცელებს შალვა ნათელაშვილი 13 დეკემბერი, 8:52 "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მის ამერიკულ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით გადაყვანის შესახეს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:"არავითარი მხარი. რა თქმა უნდა ნაცემია, განსაკუთრებით მარცხენა თვალზე ეტყობა.უბრალოდ "პუდრი" წაუსვიათ ბევრი სატელევიზიოდ.სამწუხაროა, რომ აღმაშენებლის ქვეყანაში პოლიტიკა ამ დონემდე დავიდა. "- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში."ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და მცირე სამედიცინო დახმარება დასჭირდა - დეზინფორმაციაა, თითქოს ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს, - ასე პასუხობენ პარტია "ქართულ ოცნებაში" ღარიბაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა “ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღარიბაშვილი სხვადასხვა დაზიანებით ტრავმატოლოგიურ კლინიკაში იმყოფებოდა. მან აღნიშნა ისიც, რომ "ქართულ ოცნებაში" ბევრი ბზარია და ღარიბაშვილი ორ კვირაზე მეტია ოფისში არ გამოჩენილა.177 შეფასება არ არის |