x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139069
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ფენოვანი ხაჭაპური – უმარტივესი რეცეპტი
image


ინგრედიენტები:


რძე (თბილი) — 200 მლ

კვერცხი — 2 ცალი

ზეთი — 50 მლ.

საფუარი (მშრალი) — 1 ჩ.კ. (4 გრ.)

მარილი — 0, 5 ჩ. კ.

შაქარი — 1 ს. კ.

ფქვილი — 3 ჭიქა (390 - 400 გრ.)

ყველი — 250 გრ.

კარაქი — 60 გრ.


მომზადება:


I. თასში ჩაასხით თბილი რძე > დაამატეთ საფუარი, შაქარი, კვერცხი (კვერცხის 1 გული, გადასასმელად შეინახეთ) > ათქვიფეთ მსუბუქად, ხელის სათქვეფით და დაამატეთ ზეთი > ისევ მსუბუქად ათქვიფეთ და საცერით დააცერით ფქვილი > დაამატეთ მარილი და მოზილეთ ცომი > გააკეთეთ გუნდა, მოათავსეთ თასში > გადააკარით სამზარეულოს აპკი და დაასვენეთ 30 წთ–ით.

II. მოამზადეთ გულსართი: გახეხეთ ყველი (საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ მარილი)

III. გაყავით ცომი 4 ნაწილად > გააკეთეთ გუნდები და თითოეული გააბრტყელეთ 1-2 მმ. სისქეზე, მოაფიფქეთ ფქვილი და დაკეცეთ > გაყავით გულსართი 4 ნაწილად > ცომის პირველ ფენას გადაუსვით კარაქი და გაანაწილეთ ზემოდან გულსართის 1 > ზემოდან ცომის მეორე ფენა გადააფარეთ და ა. შ. მონაცვლეობით... > ზედა, მეოთხე ფენა, კონვერტისებურად დაკეცეთ და ზემოდან გადაუსვით კარაქი > გადმოკეცეთ მომდევნო ფენა და ა. შ. ყველა ფენა, ვიდრე ღვეზელი არ შეიკვრება > გადააფარეთ ზემოდან სამზარეულოს ტილო და დაასვენეთ 10 წუთით.


image


IV. გააბრტყელეთ და ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე გადაიტანეთ > ზემოდან გადაუსვით, ცოტაოდენ წყალში გაზავებული კვერცხის გული (სურვილის შემთხვევაში, მოაყარეთ სეზამის თესლი).



image


V. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქვეყნები, როგორც ადამიანები – ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატები (42 ფოტო)

* ძველი ეგვიპტის კატაკომბები

* უცხოპლანეტელების წყალქვეშა ბაზები, თუ ჩაძირული უცხოპლანეტური ხომალდები? სხვადასხვა ქვეყნის სანაპიროებთან, დისკის ფორმის 3 ობიექტი აღმოაჩინეს

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0