"ჯენზი" ლამის კოლექტიურ გმირებად შერაცხონ, არა და ესაა დესქტრუქციული ძალა, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის აზრზე არაა. "ურაპატრიოტების" აშენებული ქვეყანა არავის უნახავს
12 დეკემბერი, 15:27
როგორც კი გამოჩნდა ასპარეზზე ეგრეთ წოდებული "ჯენზი", მაშინათვე სკეპტიკურად განვეწყვე მათ მიმართ, რადგან მათგან არ მოდიოდა არგუმენტირებით გამყარებულ თემებზე მსჯელობა. ეს იყო ახალგაზრდების გუნდი, რომელთაგან აგრესია და იარლიყების მიკერება მოდიოდა. რუსეთის მონას და "რუსეთუმეს" ეძახდნენ და ეძახიან ყველას, ვინც მათ იდეოლოგიას არ იზიარებს. ესაა ჩეკისტურ-ბოლშევიკური დევიზი: "ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია". ეს ჩეკისტური ნარატივი დევს სწორედ "ჯენზის" იდეოლოგიის საძირკველში. ხელისუფლება რუსები, მათი მომხრეები რუსები და ვინაა მათი აზრით ევროპელი? ის ფაქტი, რომ ეს ახალგაზრდები ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ და მუდმივად ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო კონსტიტუციას, ეს უკვე არგუმენტია იმისათვის, რომ ეს ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც სექტემბერში ბანკირი ხაზარაძის კოალიციას შეუერთდა ჩავთვალო დესტრუქციულ ძალად, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ევროპელობასთან. ევროპაში უამრავ ცნობილ ტერორისტს აქვს განათლება მიღებული, ევროპული განათლების მიღება არ ნიშნავს აპრიორი იყო ევროპელი. ის რაც რუსთაველზე ხდება, არაა მშვიდობიანი დემონსტრაცია-მსვლელობა, ესაა ფერადი რევოლუციის მოწყობის "ჩაფლავების" შემდეგ ახალ ეტაპზე გადასვლის რეჟიმი, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს ფინანსურადაც და იდეებითაც. იმედია ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა დააშოშმინებს ამ ახალგაზრდებს. მოუსმინეთ ამ ახალგაზრდას, როგორი სწორი ლოგიკით და არგუმენტირებულად საუბრობს "ჯენზის" თაობაზე და იმ ვაი პოლიტიკოსებზე, რომლებმაც ეს ახალგაზრდები პრაქტიკულად გაწირეს.