x
მეტი
  • 12.12.2024
  • სტატია:138748
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512450
"ბრმად ვერ ვენდობით“- FBI-ის მომავალი ხელმძღვანელი ზელენსკის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას აანონსებს
image

კეშ პატელი(Kash Patel) აპირებს გაარკვიოს, როგორ ხარჯავდა უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელების ფულს.


კეშ პატელმა, რომელიც აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში FBI-ის ხელმძღვანელის კანდიდატად განიხილება, განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მიმართ გამოძიებად დაიწყებს.


მისი მთავარი მიზანი იქნება ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი შემოწმება.



ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დაწყებიდან დღემდე ამ დახმარების მთლიანმა მოცულობამ, პენტაგონის მონაცემებით, 62 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.


Kash's Corner-ის პოდკასტში პატელმა ხაზი გაუსვა გამოყოფილი თანხების მასშტაბს და მათი მკაცრი აღრიცხვის მნიშვნელობას.


”ჩვენ არ გაგვიგზავნია 1 მილიარდი $, თითქოს ეს მცირე თანხა იყოს, არა? ჩვენ ასჯერ მეტი გავგზავნეთ ერთ ქვეყანაში. არ ვიცი როგორ ახერხებს კონგრესი თავის გამართლებას... ჩვენ არ შეგვიძლია ბრმად ვენდოთ, ასობით მილიარდი დოლარის გაცემას, ისე, რომ არ დავავალდებულოთ, ჩაგვაბაროს ანგარიში, სად წავიდა ფული“, - თქვა მან.


გარდა ამისა, პატელი აპირებს გაარკვიოს, მიმართა თუ არა უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნებს, საფრთხეების გაზვიადებით ან ფალსიფიცირებით დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების მიზნით.


„ეს არის გადასახადის გადამხდელების ფული. არ ვიცი კონგრესი როგორ აპირებს მშრალი გამოძვრეს ამ საქმიდან. ზელენსკი კი თავისუფალია“, - აღნიშნა პატელმა.


ის აპირებს განსაკუთრებული ყურადღების მიაქციოს პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტით გამოწვეულ ინციდენტს, როდესაც ზელენსკიმ თავდაპირველად განაცხადა, რომ რუსული ჭურვი "ნატოს" ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო უკრაინული რაკეტა.



კანდიდატმა ასევე გამოთქვა ეჭვი ზელენსკის, როგორც პარტნიორის სანდოობაში, გაიხსენა ცრუ ინფორმაციის მიწოდების არაერთგზის შემთხვევები.


”მსგავსი ეპიზოდები ძირს უთხრის ნდობას და საჭიროებს დეტალურ გამოძიებას”, - თქვა FBI-ს ხელმძღვანელის კანდიდატმა.



პატელის დანიშვნა FBI-ს დირექტორად აქტუალური მას შემდეგ გახდა, როდესააც დეპარტამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელმა, კრისტოფერ რეიმ მოულოდნელად განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ.



0
291
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0