ქალი და მამაკაცი ქვეყნის პირველი პირების ყველაზე სკანდალური და ცნობილი საყვარლები დღეს, 11:03 გთავაზობთ ყველაზე სკანდალურ და ცნობილ საყვარლების სიას.
მერილინ მონრო-დღესაც ამ ქალბატონის ურთიერთობა პრეზიდენტ ჯონ კენედისთან იდუმალებით არის მოცული, მაგრამ ისინი რომ ნამდვილად საყვარლები იყვნენ უკვე FBI-ის თანამშრომლებმაც დაადასტურეს. ინესა არმანდი-"ყველაზე რევოლუციური საყვარელი", მან ლენინი პარიზში გაიცნო (სხვათა შორის კრუპსკაიას თვალწინ)და მისი საყვარელი იყო სიცოცხლის ბოლომდე.იგი ქოლერით დაიღუპა. სილვია კრისტელი-ლეგენდარული "ემანუელის" მთავარი როლის შემსრულებელი. საფრანგეთის პრეზიდენტის ჟისკარ დესტენის ოფიციალური საყვარელი იყო.ისინი არც მალავდნენ ურთიერთობას, ზოგჯერ ოფიციალურ მიღებებზეც ერთად იყვნენ. ან პენჟო-საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკის საყვარელი, რომელმაც მისგან ქალიშვილიც გააჩინა(სურათზე:დედა-შვილი შირაკის დაკრძალვაზე.)ჟაკ შირაკმა არა მარტო მიატოვა ისინი, არამედ მისი ქალიშვილი უბინაოდაც დატოვა. ბლანშ დაპულჟე-ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ბობ ჰოუკის საყვარელი.მწერალის და პოლიტიკოსის რომანი დიდხანს და ბედნიერად გაგრძელდა. მონიკა ლევინსკი-პრეზიდენტ ბილ კლინტონის ყველაზე სკანდალური და ხმაურიანი საყვარელი, მისი სახელი ნებისმიერმა ამერიკელმა იცის. ალინა კაბაევა-ამ ცნობილი ტანმოვარჯიშის სახელი ნებისმიერმა რუსმა იცის, როგორც პრეზიდენტ პუტინის საყვარელი, დასავლური პრესა დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ალინამ პუტინისგან ვაჟიც გააჩინა. სოფო ნიჟარაძე-მომღერლის და პრეზიდენტ სააკაშვილის რომანის შესახებ დიდი ხანია დადიოდა ჭორები, საბოლოოდ დადასტურდა მას შემდეგ, როდესაც 2020 წელს სოფომ ექს-პრეზიდენტისგან გააჩინა გოგონა ალისა -მარია სააკაშვილი. კარლა ბრუნი-სუპერმოდელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთმანეთი გაიცნეს 2007 წელს, ამის შემდეგ სარკოზი ცოლს გაეყარა და ოფიციალურად დაქორწინდა კარლა ბრუნზე. ბარბარა რეი-ესპანეთის მეფის, ხუან კარლოსის საყვარელი, თუმცა მოგვიანებით მსახიობმა ეს რომანი შანტაჟისთვის გამოიყენა. 126 2-ს მოსწონს
|