x
მეტი
  • 22.02.2025
  • სტატია:140443
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513277
18 წლის ასაკში წავიდა უკრაინელების დასახოცად, 2 თვეში კი გახდა "ტვირთი 200"

image
დანილ სატლაევი დაიბადა 2006 წლის სექტემბერში მთიანი ალტაის რეგიონში. იქვე დაამთავრა სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე კონტრაქტით წავიდა რუსულ არმიაში, რუსული კანონმდებლობით, მას როგორც ოჯახის მარჩენალს არ უწევდა ჯარში სამსახური, რადგან მშობლები განქოწინებული იყვნენ, ძმები კი პატარები და დანილი ითვლებოდა ოჯახის მარჩენლად, რაც მის სავალდებულო სამსახურში გაწვევას გამორიცხავდა.

"სხვის უბედურებაზე ხელებს ვერ მოითბობ"-ესაა აქსიომა, დანილი რომელსაც კონტრაქტის თანახმად მაღალი ხელფასი უნდა მიეღო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაემგზავრა. ომს არ უყვარს მოუმზადებელი მებრძოლები, რადგან გამოუცდელი მებრძოლი მალევე ხდება სნაიპერის მსვერპლი. ასე მოუვიდა დანილსაც, უკრაინაში ჩასვლიდან ზუსტად 2 თვეში უკრაინელი სნაიპერის მიერ გასროლილმა ტყვიამ წერტილი დაუსვა მის კონტრაქტსაც და მის სიცოცხლესაც. ახალგაზრდა ბიჭი ფულის შოვნის სურვილმა აქცია "ტვირთი 200" (ასე მოიხსენიებენ ომში დაღუპულს, დაჭრილს ან დასახიჩრებულს კი, როგორც "ტვირთ 300"-სს).

დანილის დაღუპვა დედამისმაც დაადასტურა და ახლა სახელმწიფოსგან მოითხოვს კონპენსაციას, მისი თქმით: "მას უწევს 2 მცირეწლოვანი შვილის რჩენა, რაც მძიმედ აწვება მის ისედაც მწირ ბიუჯეტს და სახელმწიფო აქედან გამომდინარე ვალდებულია, მას, როგორც ომში დაღუპულის დედას გადაუხადოს შვილის კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა ბონუსთან ერთად, რაც დამატებითი სახის დახმარებით გამოიხატება".


10
625
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
625
  
2024, 26 დეკემბერი, 19:23
შეიძლება ეგრე წერდით ან სხვა ეგრე წერს,ჩემი შეხედულება იგივეა. ჩემი შეხედულებით,არ არის მთლად კარგი აღნიშვნა ადამიანების და რა გავაკეთო? ძია სტალინი ამბობდა,ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა,მილიონის სტატისტიკაო,ხოდა ის ტირანად არის მოხსენიებული და იგივე არ ხდება ახლაც? ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი,ვინც არ უნდა იყოს ის,არის ტრაგედია და არ შეიძლება ამის განზოგადება. ბირნლადენი იქნება თუ ვიღაც სხვა,მათი ოჯახებისთვის ტრაგედიაა და საახლობლოსთვის. სანამ ამას არ გავიაზრებთ და არ მოვიქცევით ადამიანებივით,მანამდე ვიქნებით ყველაზე საშინელი ცხოველები სამყაროში. ცხოველები განიცდიან სიკვდილს და ზოგიერთი ადამიანი არა,ამას სტატისტიკას ეძახის. კორონას დროს როგორ იყო,რიცხვებში გამოვხატეთ ადამიანების და ოჯახების ტრაგედია.
2024, 26 დეკემბერი, 15:04
სანამ არ გააპროტესტებენ სულ ასე იქნებიან საზარბაზნე ხორცად რუსი იქნება, ქართველი თუ ამერიკელი.
ტვირთი 200 და ტვირთი 300 ბლომად ჩამოვიდა ერაყიდან და ავღანეთიდან, ეს არაა დასაძრახი ტერმინი, ეს მიღებული ფორმაა და ადრეულ სტატიებში როცა უცხოეთის მისიებში დაღუპულ და დასახიჩრებულ მებრძოლებზე ვწერდი ზუსტად ამ ტერმინით ვწერდი. გამგები გაიგებს, გაუგებარს ხომ იცი ცხენი, რომ დაუყენო წინ ვირიაო გეტყვის.
უკრაინიდან დაბრუნების წინა დღეს ვიყავი ბოლო ოპერაციაზე ერთერთ ყველაზე ცხელ მიმართულებაზე, სამიზნეში ჩავიჭირე მორიგი ობიექტი და შეგნებულად არ ვესროლე, 18 წლის თუ იქნებოდა ის ბიჭი, მთლად ბავშვი, ავტომატიც კი არასწორად ეკავა.
პირველ ეშელონში ბავშვებს უშვებენ პრაქტიკულად, ამიტომ წამოვედი უკრაინიდან, მანიაკად მაქცევდა. ყველა სტადია გავიარე და მივხვდი გადავდიოდი ბოლო სტადიაში, როცა ადამიანის მკვლელობისგან სიამოვნებას იღებ. ეს ფინიშია პროფესიონალი სნაიპერისთვის, შემდეგ იწყება ფსიქოლოგიური პრობლემები, ჰალუცინაციები და შიზოფრენიასაც კი შეიძლება გამოკრა ხელი. ასეთ დროს, თუნდაც დროებით ომს უნდა გაეცალო.
2-3 საათი მძინავს 24 საათში, ექიმებმა თავი და ბოლო ვერ გაუგეს ვერც აქ, ვერც გერმანიაში და ვერც სხვაგან.
ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, უბრალოდ 2-3 საათის დაძინების მერე ნებისმიერ შემთხვევაში მეღვიძება.
რომ გითხრა კოშმარები მესიზმრება მეთქი, ტყუილი იქნება.
2024, 26 დეკემბერი, 8:04
რაც შეეხება იმას რო სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ყავდესო,ეგრე არ არის მთლად. მთავარი ის კი არ არის,ვინ არის მთავრობაში ან ვინ არის მტერი,მთავარია რო ჩვენ(ქართველები) ერთად ვიყოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს. სიმართლის მთქმელს იმიტო ყავს ბევრი მტერი რო ერთად არ არის ერი და ბერი,შური და ზიზღი მართავს ქვეყანას. ძმას ძმის შურს,მეზობელს მეზობლის და ქართველს ქართველის. სიმართლის თქმა კი არ არის პრობლემა,ეს არის საბაბი იმისთვის რო გიმტრონ,თორე სიმართლე ყველას სჭირდება. აი,ეს ვერ გაიაზრა ერმა და ამიტომაც დასდევენ ჩაქუჩით სიმართლის მთქმელ პატიოსან ადამიანებს. როცა ადამიანს საკუთარი პრინციპები გააჩნია და თავისი მორალი,ის ყოველთვის შურის და ზიზღის ობიექტია,იმიტო კი არა რო ცუდია,მათ რო არ შეუძლიათ იგივე და საკუთარ სისუსტეს რო ვერ ერევიან. თქვენი აზრით,რატომ არის ეს ამბავი ატეხილი ქვეყანაში? იმიტო ხო არა რო ერთმანეთის შურთ და სძულთ,ეს აბრმავებთ და აკეთებინებთ უაზრობებს. ვინც დაასპონსორა ეს ამბავი საქართველოში,კარგად იცოდა ამის შედეგების ფასი და ამიტომაც აკეთებდა.

კიდევ ვიმეორებ,მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მთავრობაში ან ვინ არის შენი მტერი,მთავარია ჩვენ ვიყოთ ერთად და ერთმანეთი დავაფასოთ,მერე მტერსაც ეშველება და მთავრობასაც.
2024, 26 დეკემბერი, 7:55
თქვენი შეხედულება ვიცი ავღანეთში ან საერთაშორისო მისიებში საქართველო ყოფნაზე,მე სხვა რამე დავწერე,ფულის გამო მიდიოდნენ თუ არა ქართველები ამ მისიებში. და თუ ესეა,მაშინ რატომ არ მოვიხსენიებთ ტვირთ# იქ გარდაცვლილ ადამიანებს? ან იქნებ სხვა ქვეყანაში ასეც იხსენიებდნენ,ხოდა იმსახურებდნენ კი ამ შეფასებას? ჩემი აზრით,ამ ადამიანებს უთხრეს რო ემსახურებოდნენ თავისი ქვეყნის ინტერესს და ამ მისიებით საქართველოს თავდაცვის ქოლგა უფრო მალე ექნებოდა ანუ ნატოში გასაწევრიანებლად საჭირო იყო იქ ქართველების ყოფნა. ამიტო წავიდნენ იქ და არა ფულის გამო,თუმცა იღებდნენ ფულსაც და ოჯახებს ინახავდნენ. ეს ხალხი და ის რუსიც არიან პროპაგანდის და ტყუილების მსხვერპლები,დააჯერეს ისეთი რამე რაც რეალობაში არ იყო და გააკეთებინეს ეს საქმე. ასე იქნებოდა რუსი ჯარისკაცის ამბავიც,მას უთხრეს რო მის ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა ფაშისტებისგან და ამერიკისგან,ხოდა წავიდა ის ბიჭი ამ ომში და დაიღუპა. მთლად ტყუილი არ არის,უკრაინაში მართლაც არიან ქვეყნის სათავეში ფაშისტები,არც დასავლეთია ამისგან თავისუფალი. ნახეთ,სად არის პრობლემა და რატომ არ უნდა დავარქვათ გარდაცვლილ მებრძოლს ტვირთი#. ბევრჯერ გითქვამთ რო მებრძოლი ხართ მცირე ასაკიდან,ხოდა მით უფრო,მებრძოლმა მებრძოლს პატივი უნდა სცეს. ან რა მებრძოლის ის 18 წლის რუსი იქნებოდა,უბრალოდ მსხვრეპლი არის და არის ადამიანების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლლი
2024, 26 დეკემბერი, 0:12
ჩემს ადრინდელ სტატიებში, როცა ჯერ კიდევ სტრუქტურის ოფიცერი ვიყავი ვწერდი, ჩვენს სამხედროებს არაფერი, რომ არ ესაქმებოდა ავღანეთში.
არ იყო ეს ჩვენი ომი და ბიუჯეტის და ჯიბის შესქელების ფასად არცერთი ადამიანის სიკვდილი არ ღირს.
ამიტომ ვიდექი მუდამ პრობლემა ნომერი1-ის რიგში უწყებაში, ამიტომ მიგვიანებდნენ წოდებებს, თორემ ჩემი გამოცდილებით და განათლებით ბევრად ადრე უნდა მიმეღო წოდებები. იტყვი სიმართლეს? ცხენი შეკაზმული უნდა გყავდეს, მაგრამ ასე მარტივად წასვლაზე არასდროს მიფიქრია. როცა კოვიდ პანდემიის დროს დანაყოფისთვის აცრების გაკეთEბის ბრძანების გაცემა მომთხოვეს, დავწერე განცხადება და წამოვედი, 17 ოფიცერი გამომყვა თან.
2024, 25 დეკემბერი, 18:08
ავღანეთში ჩვენი ქვეყნის საქმეს არ ვაკეთებდით,საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავით იქ,თუმცა იყო ჩვენი ჯარი იქ და ფულსაც იღებდნენ,როგორც იქ,ისე აქ. ვისაუბროთ მაშინ ამაზე,რატომ წავიდნენ სხვის ომში,ფულის გამო?
2024, 25 დეკემბერი, 18:06
გითხარით უკვე,დარწმუნებული ვარ ეგრე არ იქცევითთქო... რაც შეეხება ფულის აღებას,ის ეს რუსი წავიდა ჯარში და თავის ქვეყანას ემსახურებოდა,მერე შესთავაზეს და დათანხმდა. ფულის აღება ცუდი არ არის,ყველა ადამიანს ყავს ოჯახი და ამ ოჯახს გამოკვება სჭირდება. საერთოდ არ არის ეს პრობლემა,თუ ჯარისკაცი ფულს იღებს და ქვეყანას ემსახურება. პრობლემა არის ის რო სხვის ომში მიდიხარ მხოლოდ ფულის გამო,უფრო სირცხვილია. პიროვნებამ დიდი დრო უნდა დახარჯოს და აითვსოს უნარები,რათა ქვეყნის დაცვა უფრო ეფექტური იყო,ხოდა მთელ დროს თუ ამას დაუთმობს,ოჯახს ხაზარაძე შეუნახავს? ადამიანები ომში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მიდიან და არ არსებობს ფული მსოფლიოში,რაც ამას აანაზღაურებს. მე არ მომწონს,როცა მსგავსად მოიხსენიებენ ჯარისკაცებს,თორე ფულზე საერთოდ არ მისაუბრია. მნიშვნელი არ აქვს ეს ჯარისკაცი საიდან არის. ეს ბიჭი ხომ რუსეთის მოქალაქე იყო,ხოდა რა დააშავა საიმისოდ რო ტვირთ # მოვიხსენიოთ. რა ავღანეთში ხალხი ფულს არ იღებდა,რატომ მათ არ მოვიხსენიებდით ტვირთ #? ჯარისკაცი რო წვყვეტდეს ომის საკითხს,არასოდეს იქნებოდა ომები მსოფლიოში. მათ იციან ომის და სიკვდილის ფასი. ამიტომ ყველა სამხედრო,ვინც თავიანთ ქვეყნებს ემსახურებიან და არ არიან მოძალდენი სულით ხორცამდე,იმსახურებენ პატივისცემას
2024, 25 დეკემბერი, 10:45
სადაც კი არ მიბრძოლია უღირსი საქციელი არსად ჩამიდენია. უძვირფასესი ანტიკვარით სავსე სახლიდან მიწარმოებია ცეცხლი და 1 გრივნას, თეთრის ან რუბლის ფასი თუ ამეღოს რამე, ჩემით დაწყებული ჩემი ჯიშ-ჯილაგი ამომწყდარიყოს ან ტყვისთვის უღირსი საქციელი თუ მეკადრებინოს. ფულის გამო, რომ მნდომოდა ბრძოლა 4-ჯერ ოფიციალური შემოთავაზება მქონდა ამერიკული და ნორვეგიული კერძო სამხედრო კომპანიებისგან, რომლებიც საომარი მოქმედეის ზონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ესკორტირებას ახდენენ. ხელფასი კი იმხელა მექნებოდა თვეში 2 წელი, რომ ვერ ავიღებდი საქართველოში. ფულის გამო კაცის მოსაკლავად არ უნდა წახვიდე კაცი ომში. სამშობლოს დასაცავად უნდა იომო, უკრაინის მოქალაქეც ვარ და ვიომე, რადგან უკრაინის ვალი მქონდა, როგორც მოქალაქეს. ვიცე-პოლკოვნიკი კაცი ბრიგადის სნაიპერების ოცმეთაურად ვიბრძოდი, არც ოცმეთაურობა მინდოდა, ბევრად მაღალი პოსტიც შემომთავაზეს, მაგრამ მეწყვილესთან ერთად მუშაობაზე ეფექტური არაფერია.
ესაა და ეს, აქ, რომ ომი დაიწყოს, თუნდაც რიგითად წავალ და ვიომებ. საშოვრის და ფულის გამო ომში წამსვლელი ან ავადმყოფია ან ჩლუნგი.
2024, 25 დეკემბერი, 8:00
იმას რო თავი დავანებოთ,საუკუნეების მანძილზე ქართველი მებრძოლები ღირსებით გამოირჩეოდნენ,ამიტომაც იყვნენ ის ხალხი,ვინც წმინდა მიწაზე იარაღით გადადგილდებოდნენ. ეს ყველამ იცოდა,ამიტომ ენდობოდა ყველა და ყველა იცოდა,ქართველი მეომარი და უღირსი ქცევა შეუსაბამო იყო. ჩემი ახლობელი ორჯერ იყო საერთაშორისო მისიებში ავღანეთში და მან მომიყვა,ავღანეთში ისევ ახსოვთ დავით VII ულუს კარგი საქმენი და ქართველებს დიდი პატივისცემით ექცეოდნენო. თუნდაც,თანამედროვე ქართველი სამხედროები ავიღოთ,ის ამბავი ყველამ იცის,როგორც იხდის ფეხზე ქართველი მებრძოლი და აძლევს არაბ ბავშვს ამ ფეხსაცმელს. ჩვენ უკრაინელები არ ვართ,არც რუსები ან ამერიკელები,ჩვენ გვაქვს ტრადიცია იმისა,თუ როგორი უნდა იყოს მებრძოლი და როგორ უნდა იქცეოდეს საბრძოლო დავალების დროს. რა თქმა უნდა,ყველა ვერ და არ აკეთებს ამას,თუმცა დიდი უმრავლესობა ასეთია. რას ვიზავთ,ბედის უკუღმართობამ ქართველებსაც დაგვატყო ხელი,ბევრი გადაგვარდა და "გახრისტდა",დაავიწყდა თავისი მისია და მორალი. ქართველი არასოდეს არ კლავდა სიძულვილის გამო,ის კლავდა იმიტო რო მის სამშობლოს შეეხო ვიღაც. ჩვენი მტერი კონკრეტული რუსის სამხედრო არ არის,ჩვენი მტერი არის რუსეთის პოლიტიკა,დაიპყროს და გაანადგუროს მეზობელი ქვეყნები. ნუ მათი გადასახედიდან მიზეზი აქვთ,მარა მაინც ამორალურია.
2024, 25 დეკემბერი, 7:49
ეგრე იცის სიდუხჭირემ და გაჭირვებამ,სხვა ვერაფერი მოიფიქრა და წავიდა,რა იცოდა თუ მოკვდებოდა.რაც შეეხება აღნიშვნას,ტვირთი 200 თუ ტვირთი 300,ეგეთი ტვირთი ყველა ქვეყანას აქვს და ყველა მალავს რაღაცას,ამიტომ გაუგებარია მსგავსად მისი მოხსენიება ან ინტერესიც კი. ჩემი აზრით,ჯარისკაცი ჯარისკაცია და ყველა რაღაც კუთხით იმსახურებს პატივიცესმას,თუ სულით მოძალადე და მოროდიორი არ არის. რახან რუსია და ჩვენი მტერი,არ ნიშნავს რო პატივისცემას არ იმსახურებენ,რადგან როგორც ქართველი ან უკრაინელი,ისე რუსი სამხეედროებიც ბრძანებას ასრულებენ. ვიღაცისთვის ეს ბრძანება ქვეყნის დაცვას ნიშნავს და ვიღაცისთვის ვიღაცის დაპყრობას,სახელმწიფოს და მის ამოცანებს გააჩნია. ბევრჯერ გითქვამთ,უკრაინაში იბრძოდით და ამიტო გეუბნებით,არც ის არ მომწონდა,თუ როგორ აწამებდნენ საჯაროდ რუსს ტყვეებს და თან ამას პროპაგანდისთვის აკეთებდნენ. დარწმუნებული ვარ რო თქვენ ამას არ იკადრებთ და თუ საშუალება მოგეცემოდათ,გააპროტესტებდით კიდეც,თუმცა ეს სტატია მაინცადამიანც კარგი არ არის. ბევრი რო არ გავაგრძელოთ,აკაკიმ ტყუილად არ დაგვიწერა თორნიკ ერისთავი და ტყუილად არ არის საუბარი იქ იმაზე,თუ როგორ არ უნდა მოექცე მტრის მებრძოლს ან ტყვედ ჩავარდნილ მოწინააღმდეგეს. როგორ ამბობს,დასატანჯავად ისიც ეყოფათ,ბედმა ტყვეობა რო არგუნაო. ტყუილად არ საუბრობს აკაკი ამ ამბავზე,ტორნკ ერისთავით ქართველი მებრძოლების ღირსებაზე მიუთითებს და ყველა ქართველი მებრძოლის ვალია იყოს თორნიკ ერისთავი. აი,ეს არის ქართველობა და ის ტრადიცია რაც უნდა გაგრძელდეს,არა სადღეგრძელოები.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10