x
მეტი
  • 11.01.2025
  • სტატია:139324
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512678
"ისე, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ბერიკაშვილების ოჯახზე ასეთი რამის წერა მომიწევდა"-გელა ზედელაშვილი

image

"ჩვენაო, ეკლესიების დარბევა რომ არ გვინდოდა, ამიტომ შევცვალეთ “ნაცებიო'', - ჩაილაპარაკა ბერიკაშვილების სიძემ, მოიკიდა “მზითვი'' და გადახტა “ნაცებში''!

image

სიძის ცოლმა, ანუ გივი ბერიკაშვილის შვილიშვილმა უფრო მაზალო რაღაცა გააგორა: კიო, ბიძინა ივანიშვილი პაპაჩემს სოლიდურ თანხას უხდიდა ყოველთვიურად (5 ათას ლარს), მის მკურნალობასაც აფინანსებდა, მერე ზურას მკურნალობის თანხაც მაგან დაფარა, მაგრამ ჩემი ოჯახი ფულზე მაინც არ იყიდება, მკვლელების გვერდით ვერ დავდგებითო.
image
აქ სამი საბედისწერო შეცდომა დაუშვა ბერიკაშვილ-ნანიტაშვილის “ჭკვიანმა'' ტანდემმა: ჯერ ერთი, “ქართულ ოცნებას'' ეკლესიები არ დაურბევია, ეს ცრუ და მავნებლური ბრალდებაა, მეორეც - თუ ახლა ბერიკაშვილ-ნანიტაშვილები არ იყიდებიან, რა გამოდის, ცხონებული გივი იყიდებოდა? მისი შვილი ზურაც გაიყიდა? მე კი ვფიქრობ, ისინი არ გაყიდულან, რადგან იმ დახმარებების სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილს არაფერი მოუთხოვია, მაგრამ ამ “ნაცებში'' გადამხტარი ბალღების მსჯელობით გამოდის, რომ ისინი გაიყიდნენ და ახლა ესენი არ იყიდებიან. ისე, უნდა ეთქვათ თუ დაეწერათ, ჩვენ აღარ ვიყიდებითო, აქამდე რომ გავიყიდეთ, იმ ფულებს ქვრივ-ობლებს დავურიგებთო. აი, ასე შეურაცხყოფენ ბალღები თავიანთ მამა-პაპას!
image
რაც შეეხება მესამე საბედისწერო შეცდომას, ნიკო, ანუ სიძე, იძახის, ეკლესიების დარბევა რომ არ გვინდოდა, “ნაცები'' ამიტომ მოვიშორეთო.
ოე, ნიკოლოზ, შენ რომელი “ნაცები'' მოიშორე? როცა ხალხი სააკაშვილის მკვლელ რეჟიმს ასკდებოდა, შენ ალბათ ჭიათურის ტყეებში დარბოდი ზღმარტლის საკრეფად. როცა “ნაცების'' მოშორებაზე ლაპარაკობ, ცოტა ფითილს დაუწიე, ჩვენ ყველაფერი გვახსოვს!
image
ისე, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ბერიკაშვილების ოჯახზე ასეთი რამის წერა მომიწევდა. ახლა უკვე აღარ გამიკვირდება, ხვალ რომ კახი კავსაძის ოჯახიდან გამოვარდეს ვინმე და ბიძინა ივანიშვილს აგინოს.
რა, თქვენ გაგიკვირდებათ?!
image
ესე იგი, ამათ რანაირი ლოგიკა აქვთ, ვერ გავიგე, “ნაცები'' გაყარეს და ისევ “ნაცებში'' გარბიან.
ავოიე!"-წერს სოციალურ ქსელში გელ ზედელაშვილი.
0
417
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0