"ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთისმგმობელები ხატმებრძოლობის და კომუნისტების პერიოდში"
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარის განცხადება მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე:
"გამოვეხმაუროთ რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას, მომხდარ შემზარავ ფაქტს. ახალგაზრდებმა გამოიტანეს და დაწვეს კუბო, რომელზეც გამოხატული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
მართლმადიდებელი ეკლესია ემზადება ქრისტეშობის დღესასწაულისთვის, რაც გულისხმობს ჩვენი გულების განწმენდას, რათა მასში იშვას უფალი. მომხდარი კი არის საშინელი ღვთისგმობა და ნებსით თუ უნებლიედთ ეშმაკის მსახურება.
ასე იქცეოდნენ ეკლესიის მტრები და ღვთისმგმობელები ხატმებრძოლობის და კომუნისტების პერიოდში, ინგრეოდა ტაძრები და წვავდნენ ხატებს. ახალგაზრდებს ვთხოვთ შეინანონ ეს გმობა და მიუხედავად დაძაბული ვითარებისა არ ჩამოშორდნენ მაცხოვარს მსგავსი მიუღებელი ქმედებებით"
ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე კუბო მიიტანეს. მათ რიტუალი შეასრულეს, შემდეგ თავი ახადეს და როგორც კადრებში ჩანდა, კუბოში მოთავსებული იყო ბიძინა ივანიშვილის ფიტული და ყვავილები.პერფორმანსის დასასრულს დემონსტრანტებმა კუბო დაწვეს.