შეგახსენებთ, რომ გუშინ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სიმბოლურად კუბო მიიტანეს და დაწვეს. მოქალაქეებმა კუბო, რომელშიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე სპეციალური კორდონით შემოიტანეს. კუბოს დემონსტრაციულად დაწვას აქციის მონაწილეთა მხრიდან ოვაციები მოყვა.