x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ხვდებით ხო რა უცებ მიგახურდავათ ხელის ბიჭები?- რას წერს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"– ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებზე თავდასხმა დაგმო და სულ პროვოკატორები ეძახა ტიტუშკებს!


ხვდებით ხო რა უცებ მიგახურდავათ შემსრულებელი ხელის ბიჭები?


თვალს არ დაახამხამებენ ისე გაგიშვებენ ციხეში‼️"– ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.


უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "გმობს" "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, თუმცა ასევე ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა, "პროვოკაცია იყოს". მდინარაძის თქმით, ის თავად იქნება ინიციატორი იმისა, რომ ქუჩაში ნიღბებით გადაადგილება და აქციებზე თანამონაწილეობა აიკრძალოს.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს ტიტუშკები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ, ოპერატორს წაართვეს ტექნიკაც. ჩიხლაძის თქმით, ამ ყველაფერს პატრული ხედავდა, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია.








0
506
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
506