x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილები, რომლებსაც +18 ფილმების მსახიობებთან ჰქონდათ რომანი
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.





image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.






ჩვენს დროში, როდესაც არსებობს ინტერნეტი, ტელევიზია, უამრავი კატეგორიის ჟურნალ-გაზეთი, რომლებიც სავსეა ცნობილების ცხოვრებითა და ამბებით, რაც სამყაროში ხდება, დაფარული თითქმის აღარაფერი რჩება, სასიამოვნოა იშვიათი და გულწრფელი ფოტოების ნახვა, სადაც გრამი ფოტოშოპი არ არის და ისინი სახლში, გადასაღებ მოედანზე ან საზოგადოების თვალისთვის დამალულ თუ სხვა სიტუაციებში მყოფი ცნობილების ცხოვრებას ასახავს.






ადამიანების უმეტესობისთვის, ზრდასრულთა ფილმების მიმზიდველ სამყაროში ჩაძირვა შემოიფარგლება მხოლოდ ამ ფილმების ყურებით. თუმცა, ზოგიერთ ცნობილ პიროვნებას მოსწონს კიდევ უფრო შორს წასვლა და ზრდასრულთა ფილმების მსახიობების გაცნობა - სასურველია ახლოდან და ყველა შემდგომი შედეგით. ასეთ ცნობისმოყვარე ადამიანებს შორის არიან მხატვრები, მუსიკოსები, პოლიტიკოსები და სამეფო ოჯახის წევრებიც კი.




მოდით, ვნახოთ თუ რომელ ცნობილებს ჰქონდა რომანი +18 ფილმების მსახიობებთან.





ცნობილები, რომლებსაც +18 ფილმების მსახიობებთან ჰქონდათ რომანი






1. დონალდ ტრამპი.image

დონალდ ტრამპს რომანი ჰქონდა ზრდასრულთა ფილმების ვარსკვლავ სტეფანი კლიფორდთან (ცნობილი როგორც სტორმი დენიელსი). მათი ურთიერთობა ათი თვე გაგრძელდა და მაშინ დაიწყო, როცა მისი ტრამპის მეუღლე მელანია ბარონზე იყო ორსულად.



2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, ბევრი ქალი, მათ შორის დენიელსი, მზად იყო ჟურნალისტებთან გაეზიარებინა ტრამპთან პირადი შეხვედრები. თუმცა პოლიტიკოსის ადვოკატმა ისინი გააჩუმა. სტორმიმ გააფორმა ხელშეკრულება ინფორმაციის გაუთქმელობაზე და ამაში მიიღო დიდი თანხა.



image

დონალდის წარმომადგენლებმა, რა თქმა უნდა, უარყვეს მოულოდნელად გავრცელებული ინფორმაცია. მსახიობმა რაინდული ნაბიჯი გადადგა და შეთანხმების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ ეს შეთანხმება არ შეიძლება ჩაითვალოს ძალაში, რადგან მასზე ტრამპს ხელი არასოდეს მოუწერია. გოგონას ფულის დაბრუნება სურს, რათა ღიად ისაუბროს დონალდთან ურთიერთობაზე. სტორმიმ ასევე გაიარა სიცრუის დეტექტორის ტესტი, რომელმაც დაადასტურა მისი სიტყვების სიმართლე პოლიტიკოსთან ურთიერთობის შესახებ.



სტორმი არ არის ერთადერთი გოგონა, ვისთანაც ტრამპს რაღაც ჰქონდა. ჯესიკა დრეიკი, ვიქტორია ზდროკი და ალანა ევანსი ამერიკის ყოფილ პრეზიდენტთან კავშირზე სხვადასხვა დროს აცხადებდნენ.









2. მეგან მარკლი.image

ვინ იფიქრებდა, რომ მეგან მარკლი მოხვდებოდა ჩვენს სიაში? თუმცა, თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ აქ გასაკვირი არაფერია: პრინც ჰარისთან ქორწილის წინა დღეებში, ჟურნალისტებმა მომავალი ჰერცოგინიას ყველა კარადის აუდიტი ჩაატარეს და ბევრი ჩონჩხი გამოიტანეს მზის შუქზე. ვიცოდით მარკლის ყველა გრძელვადიან ურთიერთობაზე და კინოპროდიუსერ ტრევორ ენგელსთან ქორწინებაზე, მაგრამ არა წარმავალ საქმეებზე.



image

ირკვევა, რომ დიდი ხნის წინ მეგანი ხვდებოდა საიმონ რექსს, რომელიც იყო მსახიობი ზრდასრულთა ფილმებში. ეს ყველაფერი არ არის: ზრდასრულთა ფილმები, რომლებშიც მან ითამაშა, გეი პერსონაჟი იყო!



ცოტა რამ არის ცნობილი მარკლისა და რექსის რომანის შესახებ. მათ ერთმანეთი 2004 წელს გაიცნეს სიტკომის გადასაღებ მოედანზე, როდესაც მეგანი უკვე წარმატებული მოდელი იყო, ხოლო რექსი რეპერის კარიერას იწყებდა. „ერთი ნახვით სიყვარულის არ მჯერა. მე მჯერა ერთი ნახვით ვნების - ეს იყო სწორედ ეს. მეგანი წარმოუდგენლად ლამაზი ქალია“ - აღიარა მამაკაცმა ინტერვიუში.



მას შემდეგ რაც მეგანმა დატოვა საიმონი (ეჭვია, რომ მან შეიტყო მისი წარსულის შესახებ), ბიჭმა დაიწყო პერიზ ჰილტონთან შეხვედრა. თუმცა, არც ეს ურთიერთობა გაგრძელებულა დიდხანს - მხოლოდ სამი თვე.










3. ბრიუს უილისი.image
როგორც ჩანს, ბრიუსის გუნდმა კარგად იმუსავა და წაშალა ონლაინ მტკიცებულებები ზრდასრულთა ფილმების ვარსკვლავთან ალიშა კლასთან მისი რომანის შესახებ. ინტერნეტში შეყვარებულების ერთად გადაღებული არც ერთი ფოტო არ არის. თუმცა, მათ ვერ აიძულეს მსახიობი გაჩუმებულიყო მათი ურთიერთობის შესახებ, რომელიც მათ შორის მსახიობი დემი მურთან განქორწინებისთანავე დაიწყო.



image

”ის ფაქტობრივად სულ მთხოვდა პაემანს, გამუდმებით მიგზავნიდა ყვავილებს და საჩუქრებს და ერთხელ ეროტიკული ლექსიც დამიწერა. ვალენტინობის დღისთვის კი შოკოლადის ვარდების თაიგული მაჩუქა. ისინი დნებოდა და ჩვენი სხეული შოკოლადით იყო დაფარული... ეს შემთხვევა უფრო ცხელი იყო, ვიდრე ჩემს ფილმებში სცენები!” – გაიხსენა გოგონამ.



ბრიუსისა და ალიშას რომანი ხანმოკლე იყო და დაშორების შემდეგ, ზრდასრულთა ფილმების ვარსკვლავმა დემი მურის კიდევ ერთ „ყოფილთან“ - მსახიობ და რეჟისორი ემილიო ესტევესისთან დაიწყო ურთიერთობა. როგორც ჩანს, გოგონას ლტოლვა აქვს მსახიობის ყოფილებთან, ამიტომ მილა კუნისმა ეშტონ კატჩერს თვალი სულ უნდა ადევნოს.




0
353
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0