საზოგადოება "მხარდაჭერა" ყველაზე მნიშვნელოვანია - ღიმილი არ გაბედოთ! 20 დეკემბერი, 11:21 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა და დახმარებაა? რა თქმა უნდა, არაფერი შეედრება ამ უსაფრთხოების გრძნობას! განსაკუთრებით მაშინ, როცა მხარდაჭერა მოდის იმ მომენტებში, როცა ის ნამდვილად არ გჭირდებათ. ამ ფოტოების ნახვის შემდეგ დარწმუნდებით კიდევ ერთხელ, რომ "მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში". "მხარდაჭერა" ყველაზე მნიშვნელოვანია - ღიმილი არ გაბედოთ!568 3-ს მოსწონს
|