x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
"მთავარმა არხმა" "ტვ პირველის" ოპერატორზე თავდასხმელად "ნაცაქტივისტის" შვილი დაასახელა, თუმცა მერე წაშალა
image

მთავარმა არხმა ტვ პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმელად ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის, ნინო ბორჩხაძის შვილი ლუკა ბორჩხიძე დაასახელა, თუმცა როცა გაირკვა, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტის შვილი იყო, სასწრაფოდ წაშალა.


ოპოზიციის აქტივისტი ნინო ბორჩხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი ლუკა თოფურიძე ერთ-ერთმა მედიამ საზოგადოებას გააცნო როგორც ზონდერი და "ტიტუშკა".

როგორც ნინო ბორჩხაძე წერს, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ ასახავს და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებმა ეს საჯაროდ დააფიქსირეს, მათ ინფორმაციის გადასამოწმებლად და დასაზუსტებლად ამ კონკრეტული მედიიდან არავინ დაკავშირებია.


"მთავარი არხი•Mtavari Arkhi იდენტიფიცირება "შეძელით" ერთადერთი ადმიანის, რომელიც უნიღბოდაა და მსხვერპლს ეხმარება? რატომ არ მირეკავთ კომენტარისთვის? ჩემი შვილია ლუკა თოფურიძე. არც ტიტუშკაა, არც ზონდერი. არც დაჯგუფების წევრი. არც მაგ საქმეზე მისულა იქ. ან ის ქარდი ჩამოხსენით და მოძალადეების სახელები დაწერეთ სწორად, ან დამელოდეთ, რას ვიზამ, ეს ყველაფერი რომ მორჩება. ლუკას ცოლმა, მამამ და დედამ, სამივემ დავწერეთ საჯაროდ, რა მოხდა და რატომ იყო იქ. ველოდები თქვენგან პასუხს" - წერს ნინო ბორჩხაძე.


როგორც ვიდეოშ ჩანს, მართლაც ერთ-ერთი ახალგაზრდა ცდილობს გააშველოს, არის ნიღბის გარეშე, ფეხზე აყენებს ტვ პირველის ოპერატორს, თუმცა ერთ-ერთ ნიღბიანთან კონტაქტი აქვს, შემდეგ უკვე გაურკვეველია, მათთან ერთად იყო თუ ცალკე აგრძელებს გზას.

0
473
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0