საზოგადოება რუსთაველზე ნაძვისხე კიევის მსგავსად გააფორმეს –– „თბილისში ულიდერო მაიდანია“ - მაია ნიკოლეიშვილი 10 დეკემბერი, 9:30 .
თბილისში აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე აგებული ნაძვისხის რკინის კონსტრუქცია ზუსტად ისე გააფორმეს, როგორც წლების წინ კიევში მაიდანის საპროტესტო აქციებზე იანუკოვიჩის საახალწლო ნაძვისხე გაფორმდა. აქციის მონაწილეებმა ნაძვისხეზე გამოფინეს საპროტესტო ფრაზები, ფოტოები და დროშები. ამ ნაძვისხემ ბევრს სწორედ კიევის სცენარი გაახსენა და პარალელი უკრაინულ პროტესტთან გაავლო.
.
საქართველოში დღეს მიმდინარეობს ულიდერო მაიდანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა. მისი თქმით, არის მაიდნების, ანუ ფერადი რევოლუციების სახე, რომელსაც ლიდერი ჰყავს.
. „თანამედროვე უფრო ულიდეროა და ულიდერო მაიდანი ჰქვია. გამოკვეთილი ორგანიზატორების გარეშე, იმიტომ, რომ აქ, როგორც წესი, გამოიყენებიან ადამიანები ლიდერებად, რომლებიც საკმაოდ მოძველებულები არიან და ახლის ეფექტს ვერ ქმნიან. აქედან გამომდინარე, ისინი გაჰყავთ უკან კულისებში და გამოდის აბსოლუტურად სხვა ძალა, რომელიც მომზადებული იყო. . ოღონდ ფსიქოლოგიურად ხდებოდა 30 წელი მასზე მუშაობა და ზუსტად გამოდის ეს ძალა, როგორც ბრმა იარაღი. აქედან გამომდინარე, შევთანხმდეთ, რომ ულიდერო მაიდანია, ოღონდ საინტერესოა, რომ აქციების უკანა ნაწილში არის პროტესტი, ჩვეულებრივი პროტესტი, სტუდენტები, მსახიობები, სახელოვნებო ელიტა და ა.შ. წინა ხაზზე დგას აბსოლუტურად სხვა ტიპის ადამიანები, ზომბირებულები“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა. . ადვოკატი ირმა ჭკადუა გადაცემაში „იმედის კვირა“ გამოეხმაურა არსებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აქციის მონაწილეებმა თავდაცვის მიზნით ჯგუფი შექმნეს, რათა მათი თქმით, მომიტინგეები „ტიტუშკებისგან“ დაიცვან. ადვოკატის თქმით, დადასტურების შემთხვევაში, ეს არის ჩვეულებრივი ფორმირება, რომელიც დაკვალიფიცირდება 223-ე მუხლით. . „ჩემო შვილებო, მინდა ყველას მივმართო, დღეს ვიყავი სასამართლოში, ვიცავ ასევე ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც აქციაზე ყოფნის გამო არის დაკავებული. არ მინდა კონკრეტულ ქეისზე ვისაუბრო, მაგრამ დაფიქრდით, ყველა ლიდერი, რომელიც მოგიწოდებდათ, რომ გამოსულიყავით და გაგეპროტესტებინათ, დარწმუნებული ვარ, თქვენ გულწრფელად გახვედით, გახდით პროპაგანდის მსხვერპლი, გადაგიღეს, თქვენი ქმედებები აღბეჭდეს და ასეთი გამზადებული, ხონჩით მიართვეს ბრალდების მხარეს. . დღეს იცით რა ხდება სისხლის სამართლის საქმეში? მტკიცებულებად წარმოდგენილია ტელევიზიების გადაღებული კადრები, რითაც დააკავეს ეს ამდენი ადამიანი. ბავშვები, რომლებიც ახლა დააკავეს, მათ ხომ ოჯახის წევრები ჰყავთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა ეს ოჯახის წევრები დასხდებიან ასე მშვიდად და დაელოდებიან გვარამიას, ჯაფარიძეს, ვაშაძეს და ა.შ. თითოეული მათგანი მიუვარდება ამათ და იქაც ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება. დღეს მე უკვე მქონდა ძალიან ბევრ ადამიანთან ამ საკითხზე საუბარი და თითოეულის ოჯახის წევრი არის გამწარებული, რადგან მათი შვილები გაიყვანეს, მათი შვილები არიან დღეს დაკავებულები, ხოლო საპროტესტო აქციაზე ისევ დგანან და მოუწოდებენ ყოფილი ხელისუფლების წევრები, თითქოს დამალული და კულისებში მდგომი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებსაც სისხლი სწყურიათ და რევანშისთვის, ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ყველაფერს აკეთებენ“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ. . * * * . მე ვუყურებ ამ შეიარაღებულ კადრებს და ჩემი ფიქრები წავიდა 1991 წლის 22 დეკემბრისკენ, როდესაც ზუსტად ასეთი ფორმირებები იქმნებოდა, მოხდა სამოქალაქო ომი, რომელმაც ძალიან დიდი ხნით დაგვწია უკან. შემდგომში ეს ბანდფორმირებები ყველას სახლებში უვარდებოდნენ, - განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“. . „მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო გადანაწილების პროცესში საქართველოზე თითქოს სიგნალს უგზავნიან რუსეთს, რომ ჯერ საქართველო ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ამას არ ვიღებთ ჯერ, შენ არ იდარდო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს თითქოს სიგნალია რუსეთისთვის დასავლეთიდან, რომ საქართველო ისევ თქვენია, ჩვენ მას არც მოლაპარაკებას ვუხსნით, ყველაფერზე ვაწუწუნებთ და ჩემთვის ეს ყველაფერი აღიქმება, როგორც სიგნალი რუსებთან, რომ ჯერ საქართველოზე და კავკასიაზე ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს. ძალიან რთულია ასეთი ძლიერი პროპაგანდის წინაშე ბრძოლა“, - აღნიშნა ნინო ნადირაძემ. 98 შეფასება არ არის
|