x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რას მოვესწარით. იმედია ეს დეზინფორმაციაა"- რა ინფორმაციას ავრცელებს შალვა ნათელაშვილი

image


ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი სირიის დამხობილი დიქტატორის - ბაშარ ალ-ასადის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს რომ მან საცხოვრებელ ადგილად აფხაზეთი, კერძოდ კი, ბიჭვინთა აირჩია:


"რას მოვესწარით. ამ წუთისთვის გავრცელებული ინფორმაციით და იმედია ეს დეზინფორმაციაა, სირიის დამხობილმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა, ოჯახითურთ, საცხოვრებელ ადგილად აირჩია აფხაზეთი, ჩვენი ბიჭვინთა.ხომ არ გაგვეგზავნა ივანიშვილიც სირიაში, გაცვლითი პროგრამით?"- ვკითხულობთ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში იმყოფება, მან რუსეთში თავშესაფარი მიიღო. პროპაგანდისტული გამოცემა "ТАСС"-ი ასადს "ყოფილ" პრეზიდენტს უწოდებს, თუმცა მას გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად არ გაუკეთებია, მანამდე არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასადის თვითმფრინავი ჩამოვარდა და რომ ის გარდაიცვალა.


ცნობისთვის, გუშინ, დილით ამბოხებულებმა სირიის დედაქალაქი დამასკო აიღეს, ასადმა კი ჯერ დამასკო, მოგვიანებით კი სირიაც დატოვა.






0
551
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
551