ვარსკვლავები 53 წლის იაპონელი მოდელი, რომელიც 25 წლის გოგონასავით გამოიყურება 8 დეკემბერი, 16:40
წარმოუდგენელი მის ფოტოებს დახედოთ და იფიქროთ, რომ იგი 53 წლისაა. იაპონელ მოდელს და მომღერალს რაისა ჰირაკოსს (平子 理沙-Risa Hirako) "ინსტაგრამზე" 250 000 მიმდევარი ჰყავს.
რაისა დაიბადა 1971 წლის 14 თებერვალს ტოკიოში. როდესაც ჰირაკო დაწყებით სკოლაში სწავლობდა, ის სერიალ "ჩარლის ანგელოზებით" დაინტერესდა და გადაწყვიტა, რომ ინგლისური ენა შეესწავლა. ამის გამო მეოთხე კლასში ჰირაკომ ნაშიროს საშუალო სკოლა დატოვა და საერთაშორისო სკოლაში გადავიდა. 1990 წელს მან მონაწილეობა მიიღო და მოიგო Fuji Television Network-ის სილამაზის კონკურსი. 15 წლის ასაკში ჰირაკო ჩაირიცხა საზღვარგარეთ სწავლის პროგრამაში და გადავიდა სანტა მონიკაში, კალიფორნია. იგი სწავლობდა ადგილობრივ სათემო კოლეჯში. მასთან ერთად სწავლობდნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან გვინეტ პელტროუ, სტივენ დორფი და დრიუ ბერიმორი. კოლეჯში სწავლობდა ხელოვნებას და ინტერიერის დიზაინს. 1997 წელს იგი ლოს ანჯელესში მსახიობ იოშიდა ეისაკაზე დაქორწინდა, რომელსაც 2015 წელს დაშორდა. 19 წლის ასაკში ჰირაკო სამშობლოში, იაპონიაში დაბრუნდა. ის მუშაობდა ჰარაძუკუში, როდესაც მოდელად აიყვანეს. ჰირაკოს დებიუტი შედგა ჟურნალ JJ-ში და მალევე გახდა Fuji Television Network სატელევიზიო რეპორტიორი " ფორმულა 1-ის გნან-პრიზე. 2008 წლის ივნისში ჰირაკო გახდა მოდური ბრენდის Three Unicorns-ს მოდელი. სამოდელო ინდუსტრიის გარდა ჰირაკო პოპ-მომღერლადაც მოგვევლინა, ჩაწეილი აქვს სამი მინი-ალბომი. რაისა ამტკიცებს, რომ სურათებს ფოტოშოპით ან სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამებით არ ამუშავებს, ხოლო ბრწყინვალე ფორმა სწორი კვებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით შეინარჩუნა.ამასთანავე ხმარობს კოსმეტიკას, რომელშიც მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს შეიცავს. 192 2-ს მოსწონს
|