სისხლის სამართალი მამაკაცმა, რომელმაც ქალს უჩუმრად მუცელი მოუშალა, 12 წელი პატიმრობა მიუსაჯეს 2024, 7 დეკემბერი, 17:22 ![]() 40 წლის სტიუარტ უორბიმ აბორტის გამომწვევი პრეპარატი ფარულად ჩაუყარა მსხვერპლს ფორთოხლის წვენში. იგი დამნაშავედ ცნეს სექსუალურ ძალადობაში, შხამის ან აბორტის გამოსაწვევვ ხელსაწყოს გამოყენებაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უორბიმ, დერემიდან, ნორფოლკის საგრაფო, ჩაუყარა მიფეპრისტონის ტაბლეტი თავის მსხვერპლს სასმელში და შემდეგ კიდევ ერთხელ დაალევინა წამალი მას შემდეგ, რაც თვალებახვეული გააუპატიურა. ![]() ოურბისთან ერთად დააპატიმრეს პორტუგალიის მოქალაქე ნუეზა ცეპედა, რომელიც დაფიქსირებულია სათვალთვალო კამერაზე, იმ მომენტში, როდესაც პაბთან, ბაღში უორბის აბების შეკვრა გადასცა. ![]() ქალს, როგორც სექსუალური დანაშაულის მსხვერპლს, აქვს მთელი სიცოცხლის სიცოცხლის განმავლობაში ანონიმურობის უფლება, 15 კვირის ორსული იყო, როდესაც მას სპონტანურად მუცელი მოეშალა. დეტექტივთა ჯგუფმა, რომელმაც დანაშაული გამოიძია, აღწერს მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე შოკისმომგვრელ შემთხვევას, რაც კი ოდესმე უნახავთ. ![]() 39 წლის ცეპედამ, დერეჰამიდან, ცნო დამნაშავედ თავი სპონტანური აბორტის გამომწვევი წამლის გადაცემოს გამო და მიესაჯა 22 თვით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით პირობითი სასჯელი. 326 2-ს მოსწონს
|