x
მეტი
  • 29.07.2024
  • სტატია:136214
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510458
ტოპ 10 ყველაზე სიმპათიური სპორტსმენი "Rolling Stone-ის" მიხედვით
ჟურნალმა "Rolling Stone-მა" მკითხველს მსოფლიოს ყველაზე სიმპათიური სპორტსმენების სია შესთავაზა. წარმოგიდგენთ პირველ ათეულს. დავიწყოთ პირველი ადგილით.




1. დევიდ ბექჰემი (37 წლის, ფეხბურთი, ინგლისი)




image




ნებისმიერი მსგავსი რეიტინგების ლიდერი დევიდ ბექჰემი კვლავ პირველია. წლიდან წლამდე ის როგორც კარგი ღვინო, უკეთესი ხდება. მიუხედავად გაჩენილი ნაოჭებისა, მისი სტილი დაიხვეწა და უფრო საინტერესო გახდა. პოპულარული არა მხოლოდ სპორტში, არამედ მის გარეთაც. სამოდელო ბიზნესის ნამდვილი ვარსკვლავი! მართალია ფეხბურთს მისთვის ისეთივე მნიშვნელობა აღარ ენიჭება როგორც ადრე, თუმცა ის მის გარეთაც არ კარგავს ბრწყინვალებას.






2. კრიშტიანუ რონალდუ (28 წლის, ფეხბურთი, პორტუგალია)



image




კარიერაში კრიშტიანუ რონალდუს გამუდმებით უწევს ბრძოლა ლეო მესისთან, თუმცა სასიყვარულო თავგადასავლებში მას ფეხბურთელებს შორის ბადალი არ ჰყავს. მის მიერ მოხიბლული გოგონების სახელები და რაოდენობა ბევრს მხოლოდ თუ დაესიზმრება. ახლა პორტუგალიელი ვარსკვლავი რუს ირინა შეიკს ხვდება, თუმცა ქორწინებასთან დაკავშირებით როგორც ყოველთვის ახლაც თავს იკავებს.






3. რაიან ლოჰტე (28 წლის, ცურვა, აშშ)




image




ამ ამერიკელი სპორტსმენით- ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონით ძირითადად აშშ-ს მანდილოსნები არიან მოხიბლულნი. ისინი თავიანთ თავს ლოჰტინატორებად იწოდებენ.






4. ტომ ბრედი (34 წლის, ამერიკული ფეხბურთი, აშშ)



image





ტომ ბრედისა და მის მეუღლეს ჟიზელ ბიუნდჰენს გარეგნობის წყალობით შესანიშნავი შემოსავალი აქვთ. ფეხბურთის პარალელურად, სპორტსმენი აქტიურად იღებს მონაწილეობას სარეკლამო კამპანიებში.





5. დევიდ უილიამსი (27 წლის, რაგბი, ავსტრალია)




image




დევიდი არამხოლოდ სპორტსმენი, არამედ მოდელიც გახლავთ. ბევრი მისი კოლეგისაგან განსხვავებით ის თამამ ფოტოსესიებსაც არ ერიდება. ამავდროულად რეკლამირებას უწევს კალვინ კლეინის საცვლებს.





6.დენიელ კონი (26 წელი, რაგბი, ავსტრალია)




image




წინამორბედისგან განსხვავებით საცვლებს რეკლამრებას არ უკეთებს, თუმცა აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში.





7. მარატ საფინი (32 წლის, ჩოგბურთი, რუსეთი)




image




მართალია მან თავისი საჩოგბურთო კარიერა დაასრულა, თუმცა მისი სახელი სიმპათიურ სპორტსმენებს შორის კვლავ ფიგურირებს.





8. ლუის ჰემილტონი (27 წლის, მრბოლელი, დიდი ბრიტანეთი)




image




ნიჭიერ სპორტსმენს ლამაზმანის - ნიკოლ შერზინგერის გულის მოგბა არ გასჭირვებია.





9. რაფაელ ნადალი (26 წლის, ჩოგბურთი, ესპანეთი)




image




რაფაელ ნადალი ჩოგბურთის სამყაროში ყველაზე სიმპათიურებს შორის ყოველთვის მოწინავე პოზიციაზეა. ესპანელ სპორტსმენს უამრავი გოგონა ეტრფის.





10. სკოტ მოირი (24 წლის, ფიგურული სრიალი, კანადა)



image



ჩვენს სიას ასრულებს ახალგაზრდა სკოტ მოირი, რომელიც ფოტოზე ტავის მეწყვილესთან ერთად არის აღბეჭდილი

1
279
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ზვიადაძე
თამარ ზვიადაძე
279
  
2012, 27 ოქტომბერი, 11:51
დანიელ კონი გამოუშვით,,,)+
0 1 1