x
მეტი
  • 27.01.2025
  • სტატია:139652
  • ვიდეო:351982
  • სურათი:512863
გოგონა, რომელიც ელექტროენერგიის და ტექნოლოგიების გარეშე გაიზარდა, ამიშებს გაექცა და სტრიპტიზიორი გახდა
image

რელიგიური სექტა "ამიშის" წევრი, არიზონას შტატიდან გაიქცა რელიგიური ოჯახიდან და სამსახური იშოვა სტრიპტიზკლუბში. ამის შესახებ მან People-ს განუცხადა.

ნაომი სვარცენტრუბერი გაიზარდა ამიშების საზოგადოებაში, კონსერვატიულ რელიგიურ მოძრაობაში, რომელიც უარყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ისინი თითქმის ისევე ცხოვრობენ, როგორც მათი წინაპრები 200 წლის წინ: აცვიათ ძველებური სამოსი, მოგზაურობენ ცხენებზე შებმული ურმებით, არ იყენებენ ელექტროენერგიას და ცდილობენ საკუთარი მეურნეობით უზრუნველყონ საკვები და ყველა სხვა საჭიროება.

ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ნაომი ამ ცხოვრების წესის წინააღმდეგი იყო. მან და მისმა ბიძაშვილებმა ფარულად დაუმეგობრდნენ პირებს, რომლებიც არ იყვნენ ამიშები, დადიოდნენ მათთან და აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც მათი მშობლები უკრძალავდნენ: ლუდის დალევა, სიგარეტის მოწევა და სექსი. 17 წლის იყო, როდესაც მისმა მშობლებმა შეიტყვეს ყველაფერი და ამას შემდეგ გადაწყვიტა გაქცევა.


გოგონამ დახმარება გაუწია კაცმა, რომელიც მამამისის ფერმას მორებით ამარაგებდა . მამაკაცი და მისი მეუღლე მალავდნენ გოგონას იქამდე, სანამ 18 წელი არ შეუსრულდა, დაეხმარნენ მას ყველა დოკუმენტის გაფორმებაში და
სამსახურიც უშოვეს Burger King-ში.

19 წლის რომ გახდა, მეგობარმა წაიყვანა სტრიპტიზ კლუბში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნაომი წინასწარ დაითანხმდა იქ გამოსვლაზე.


ის კულსებში გადაიყვანეს, ვარდისფერი ბიკინი ჩააცვეს და სცენაზე აიყვანეს. ცეკვამ გოგონას 55 დოლარი მოუტანა.

-ვერ დავიჯერე, - იხსენებს ის. -მე მეგონა, რომ ეს იყო დიდი ფული.”

image

იმავე დღეს ის სამსახურში აიყვანეს.

ნაომი 20 წელი სტრიპტიზიორად მუშაობდა. „როდესაც სცენაზე გავედი, რაღაც გაცოცხლდა ჩემში, რაღაც ახალი შესაძლებლობების შეგრძნება და ცეცხლი, რაც მანამდე არც გამომიცდია...და მე მომეწონა, ”- აღიარებს ის. დროთა განმავლობაში მან ოჯახთან კარგი ურთიერთობის აღდგენაც კი მოახერხა. 2021 წელს შვარცენტრუბერი დაორსულდა და მიატოვა სტიპტიზი.

image


0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0