x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
6 ნიშანი, რომ კალიუმის დეფიციტი გაქვთ!
ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს გამართული მუშაობისთვის კალიუმიც სჭირდება.


კალიუმი სასიცოცხლო მნიშვნელობის მაკროელემენტია, რომელიც ყველა ორგანიზმის უჯრედის შემადგენლობაში შედის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში მონაწილეობს. ნატრიუმთან ერთად კალიუმი წარმოადგენს უჯრედთა მემბრანის საბაზისო ელემენტს, მონაწილეობს მემბრანული პოტენციალის წარმოქმნაში და ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნერვულ-კუნთოვანი იმპულსის გატარებაში. ორგანიზმში კალიუმის დონის ცვლილება უჯრედთა ნორმალური მეტაბოლიზმის დარღვევას იწვევს, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულის რიტმისა და ნერვკუნთოვანი იმპულსის გადაცემის დარღვევით ვლინდება.



image



კალიუმი ნატრიუმთან ერთად (რომელიც მის ანტაგონისტად მოიაზრება) ცენტრალურ როლს ასრულებს მეტაბოლიზმის ისეთ საბაზისო პროცესებში, როგორიცაა წყალმარილოვანი ცვლა, მჟავატუტოვანი წონასწორობა, სისხლის ოსმოსური წნევისა და არტერიული წნევის შენარჩუნება.



ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კალიუმის არასაკმარისი მიღება ასოცირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ძვლოვანი მასის შემცირება (ოსტეოპოროზი) და თირკმელკენჭოვანი დაავადება. მეტაანალიზმა აჩვენა, რომ კვების რაციონში კალიუმის შემცველობის 1.64 გრამით გაზრდამ 21%-ით შეამცირა ინსულტის რისკი და დააქვეითა არტერიული წნევის მაჩვენებლები.




დღევანდელ სტატიაში, მინდა წარმოგიდგინოთ ორგანიზმში კალიუმის დაბალი დონის 6 გამაფრთხილებელი ნიშანი!



6 ნიშანი, რომ კალიუმის დეფიციტი გაქვთ!





1. ყაბზობა


კალიუმის დეფიციტს შეუძლია შეანელოს ორგანიზმის მრავალი ფუნქცია, ასევე საჭმლის მონელების პროცესი. ამან შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება და კრუნჩხვები.




2. ზოგადი დაღლილობა


კალიუმის დეფიციტის კიდევ ერთი სიმპტომია ზოგადი დაღლილობის შეგრძნება. თუ თქვენ იგრძნობთ დაღლილობას არა გადატვირთვისა და ზედმეტი მუშაობის გამო, არამედ მნიშვნელოვანი მიზეზების გარეშე, იცოდეთ, რომ შესაძლოა კალიუმის დეფიციტი გქონდეთ.


იმის გამო, რომ ადამიანის სხეულის ყველა უჯრედს სჭირდება კალიუმი სწორად ფუნქციონირებისთვის, დაბალმა დონემ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს უჯრედებისა და ორგანოების ფუნქციონირებაზე.


ასე რომ, თუ თქვენ განიცდით ზოგად დაღლილობას, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობის დროს, მიმართეთ ექიმს, რათა გაირკვეს მიზეზი.




3. მაღალი წნევა


კალიუმს შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ნატრიუმის ეფექტი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია კალიუმით მდიდარი საკვების მიღება არტერიული წნევის დონის გასაკონტროლებლად.



image





4. მუდამ შებერილობის შეგრძნება


როდესაც სხეულს აქვს კალიუმის დაბალი დონე, ის ებრძვის ნატრიუმის დონის რეგულირებას, რის შედეგადაც მარილის აფეთქება ხდება.





5. გულისცემა


როგორც უკვე აღვნიშნეთ, კალიუმის დეფიციტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი გულის ჯანმრთელობაზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის არარეგულარული რიტმი და პალპიტაცია განსაკუთრებული მიზეზის გარეშე.


გარდა ამისა, მას შეუძლია ხელი შეუშალოს გულის რიტმულ და კოორდინირებულ შეკუმშვას, რომელიც კონტროლდება ელექტრული იმპულსებით. ამ მიზეზით, დარწმუნდით, რომ მიიღებთ მეტ კალიუმს, რათა დაიცვათ თქვენი გული გულის დაავადებების, გულის შეტევისა და ინსულტისგან.





6. დაბუჟება და ჩხვლეტა


კალიუმის დეფიციტი ხელს უწყობს თქვენი ნერვების ჯანმრთელობას. თუ ამ მნიშვნელოვანი მინერალის ნაკლებობა გაქვთ, შეიძლება განიცადოთ ჩხვლეტა და დაბუჟება.



0
106
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0