x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თანამდებობა დატოვა"- რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო ჯანგირაშვილი

image

ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, გდდ-ის მაღალჩინოსნის, პოლკოვნიკ ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვებას სოციალურ ქსელში ემაურება და წერს:


"ხარებას კაცი გაექცა:



შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა.



მან შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილი პატაკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად გამოაქვეყნა. პოსტს, გადადგომის შესახებ განცხადებასთან ერთად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც დაურთო.



„გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“, - წერს პატაკში შაიშმელაშვილი"- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.




image

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა. წასვლის მიზეზად მან პატაკში "ოჯახური პირობები" მიუთითა. ამის შესახებ ინფორმაცი თავად შაიშმელაშვილმა პირად გვერდზე გაავრცელა, რომელმაც საკუთარ ფეისბუქპოსტს თან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც დაურთო.












0
578
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
578