x
მეტი
  • 23.01.2025
  • სტატია:139569
  • ვიდეო:351983
  • სურათი:512834
გადაიხადა ვალები და უკვეთავდა მეძავებს: კაცმა ცოლი დაზღვევის მიღების გამო ზღვაში გადააგდო

imageგამოძიებამ დაადგინა, რომ მეუღლის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ ლი უკვე სექს-მომსახურებით სარგებლობდა, მკვლელობამდე ორი თვით ადრე კი ცოლზე 12 მილიონი იუანის ოდენობით ოთხი სადაზღვევო პოლისი გაფორმდა. მთავარი მტკიცებულება იყო CCTV-ს კადრები, სადაც ჩანს, რომ ქალი განზრახ გადააგდო ბორანის ბორტიდან.

47 წლის ჩინელი ლი, ცოლის ცივსისხლიანი მკვლელობისთვის სიკვდილით დასაჯეს. მან ბორანიდან ზღვაში გადააგდო მეუღლე, რათა დაზღვევა მიეღო და ვალები დაეფარა.დანარჩენი კი მეძავებში დახარჯა.

საქმე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა სახელმწიფო ტელემაუწყებლის მიერ 21 ნოემბერს გავრცელებული ვიდეოკადრების მერე. სასიკვდილო განაჩენი განზრახ მკვლელობისთვის ლიაონინგის პროვინციის უმაღლესმა სახალხო სასამართლომ გასული წლის დეკემბერში გამოიტანა. თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი, განხორციელდა თუ არა განაჩენი.

image

როგორ მოხდა ტრაგედია

2021 წლის 5 მაისს, წყვილი იმყოფებოდა ბორანზე, რომელიც მიემართებოდა დალიანიდან იანტაისკენ. მოულოდნელად ლის 46 წლის ცოლი წყალში გადავარდა. მისი ცხედარი 45 წუთიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

მედიის ცნობით, თავდაპირველად ლიმ შოკის იმიტაცია მოახდინა, მიწაზე ჩამომჯდარი ამტკიცებდა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა. თუმცა პოლიციამ რამდენიმე დეტალი საეჭვოდ მიიჩნია. ჯერ ერთი, ადგილი, სადაც ქალი გადავარდა, სათვალთვალო კამერებისგან არეალში არ იყო მოქცეული, არა და ბორანზე 200-ზე მეტი კამერა იყო. მეორეც, სასამართლო ექსპერტებმა გარდაცვლილს სახეზე სისხლჩაქცევების კვალი აღმოაჩინეს.

image

ქმრის საეჭვო საქციელი

ლი დაჟინებით მოითხოვდა გარდაცვალების მოწმობის მიღებას რაც შეიძლება მალე, ამტკიცებდა, რომ ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, გვამის კრემაცია სამი დღის განმავლობაში უნდა მომხდარიყო. პოლიციამ საბუთები გაუფორმა, პარალელურად დაიწყო ფარული გამოძიება შანხაიში მისი ცხოვრების შესახებ.

გაირკვა, რომ ლი ფლობდა რესტორანს, მაგრამ მუდმივად ვალები ჰქონდა თანამშრომლების და დისტრიბუციის . ის დიდი ხნის განმავლობაში იყო უცოლო და მხოლოდ 2020 წლის ოქტომბერში დაქორწინდა თავის თანამშრომელზე, ორჯერ განქორწინებულ ორი შვილიან ქალზე. მათი ქორწინება მხოლოდ ექვს თვეს გაგრძელდა.სხვათა შორის თანამშრომლებმა რესტორნიდან არ იცოდნენ, რომ წყვილი დაქორწინებული იყო და ვერც მეზობლებმა შეამჩნიეს მათ შორის რომანტიული ურთიერთობა.

დანაშაულის გახსნა

შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ლიმ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე შეიძინა სიცოცხლის დაზღვევის ოთხი პოლისი ცოლის სახელზე და გააფორმა საკუთარ თავზე, როგორც ერთადერთ ბენეფიციარი. თუ მისი სიკვდილი კლასიფიცირდებოდა, როგორც სატრანსპორტო ინციდენტი, ანაზღაურება შეიძლება გაზრდილიყო 12 მილიონ იუანამდე (დაახლოებით 1, 6 მილიონი აშშ დოლარი).

პოლიციამ თვალთვალის შედეგად დაადგინა, რომ მისი მეუღლის გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ, ლი სარგებლობდა სასტუმროს ნომერში მეძავების მომსახურებით.

მთავარი მტკიცებულება იყო ბორანზე შორეული CCTV კამერების კადრები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დაზარალებულის დაცემის ხასიათი მიუთითებდა, რომ მას ხელი კრეს და შემთხვევით არ გარავარდნილა. კადრის გადიდებისას ჩანს ხელი, რომელიც ეკუთვნოდა შავ კოსტუმში გამოწყობილ მამაკაცს, რომელიც ლის იმ დღეს ეცვა.

განაჩენი

2022 წლის ივლისში სასამართლომ ლი განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და სიკვდილი მიუსაჯა. სააპელაციომ განაჩენი არ შეცვალა.

0
304
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0