საქართველო "ეს არ არის, ნაცებო, ის "ვიღაც ქალი", რომელსაც ტრამპი "არც კი იცნობს"? -დავით ქართველიშვილი გუშინ, 16:26
"ეს არ არის, ნაცებო, ის "ვიღაც ქალი", რომელსაც ტრამპი "არც კი იცნობს"? თუ ეს არის ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი სავარაუდო ძირითადი საყრდენი ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ და სტრატეგიულ მიმართულებაზე? ანუ - ეს არის "ვიღაც ქალი" და ხატია დეკანოიძეა - "პროსტო ქალი"? მე მხოლოდ ხატიას და არსენ ავაკოვის ალერსით აღსავსე საერთო სურათები მაქვს - ამ ფოტოს ის ფოტოსესია ხომ არ "დავუპირისპირო"? მარცხის მიღებაც ხომ უნდა შეგეძლოს ოდნავ მაინც "ღირსეულად"? თუ სიტყვა "ღირსება" - "მშვიდობასთან" ერთად თქვენს ლექსიკონში "რუსულთან" არის გაიგივებული? მოუთმენლად ველი "რუს" პრეზიდენტ ტრამპთან, მის "რუსულ ადმინისტრაციასთან" და მათ მიერ "რუსული კანონების" შემოღებასთან თქვენს გარდაუვალ შეგუებას ველოდები. უბრალოდ, ეს შეგუება თქვენი უკიდურესად გაგიჟების ყველაზე გაშმაგებულ ფირმაში აისახება თუ "უწყინარი" კოგნიტური დისონანსისა თუ "ლაით" ბიპოლარულ აშლილობაში - საკითხავი მხოლოდ ესაა"-წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
შეგახსენებთ, კიმბერ ლოუმ ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ არხს, სადაც აღნიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო და რომ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად ეს გაუმჯობესდება. „ამერიკა თვალს ადევნებს იმ არეულობებს, რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ფიქრები თქვენთანაა. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ასევე დაფუძნებულია ოჯახურ ღირებულებებსა და ქრისტიანულ ღირებულებებზე, როგორც თქვენი ქვეყანა. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, ვდარდობთ თქვენზე, რაც ხდება და მყარად გვჯერა, რომ ამერიკის ძლიერი დიპლომატიით შეიძლება, მშვიდობა იყოს საქართველოში. ასევე, მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა იმ სამუშაოსთვის, რომელიც გაწეული გაქვთ წლების განმავლობაში თქვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, თქვენი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და ყველა იმ ნაბიჯის გამო, რომლებიც თქვენ გადადგით ევროკავშირში შესასვლელად. ბევრი სხვა ქვეყანა ახლა დაბნეულია, რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით და რატომ შეწყდა ეს მოლაპარაკებები. როგორც ვხვდები, თქვენს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ამ მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. და ვიცით, რომ, ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ ამ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში. ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ ევროკავშირში შესვლაში და ჩვენ გვაქვს გზა ამის გასაკეთებლად. ვეთანხმები, რომ შეერთებულ შტატებში იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო გახლდათ საქართველოს მიმართ, მათ შორის, „მეგობარი აქტი“, რომელიც შეჩერდა. ის ძალიან უსამართლო იყო საქართველოს კულტურისა და ხალხის მიმართ. არის დიპლომატიური ურთიერთობების, პრაგმატული და კონსტრუქციული მოლაპარაკებების სხვა გზებიც, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. როგორ ვიმუშავებთ ამაზე? ახლა მაგიდაზე საქართველოსთვის არის ის, რომ მე გავხდები შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში. ამ კუთხით შემიძლია, დავეხმარო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში, განვაახლო მოლაპარაკებები ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, რუსეთთან მიმართებაში. ვფიქრობ, უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის ერთიანობაზე და როგორც აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, მე შემიძლია, ვიმოქმედო, როგორც შუამავალმა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის. რაც ხალხს არ ესმის, არის ის, რომ დემოკრატიაა, როდესაც ხალხის 51 პროცენტი წყვეტს, რას მიიღებს დანარჩენი 49. ეს არის ფაქტი, რაც დემოკრატიითა და პოლიტიკით ხდება მთელ მსოფლიოში. ეს ასეა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოდის ადმინისტრაციაში და უზარმაზარ გლობალურ ცვლილებებს ვიხილავთ, რადგან პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას მშვიდობა სურს მსოფლიოში. ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ ამ მშვიდობას საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირის წევრებს შორის. ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის წევრობა, მოლაპარაკებების განახლება, რადგან საქართველომ ძალიან ბევრი იმუშავა ეკონომიკაზე, ყველა საკითხზე ევროკავშირში შესასვლელად, მაგრამ ასევე სწორია კულტურული იდენტობის შენარჩუნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასული 20 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ მრავალმა ქვეყანამ დაკარგა თავისი კულტურული იდენტობა მიერთებით, თუმცა არის სარგებელიც. ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ საქართველომ თავი იგრძნოს სუვერენულ ქვეყნად, მაგრამ სარგებელი მიიღოს ვაჭრობისგან, და ვიცით, რომ ამის განხორციელება შეგვიძლია. ჩემი მრჩეველი საქართველოში ბესო შენგელიაა, ნობელის მშვიდობის პრიზის ნომინანტი. ის პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერია. მოხარული ვართ, რომ ვიმუშავებთ 2025 წლის სამშვიდობო სამიტზე საქართველოში. ეს გრანდიოზული იქნება. გვეყოლება მსოფლიო ლიდერები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც თქვენს ულამაზეს ქვეყანას მხარდასაჭერად ეწვევიან. ჩვენ დაუღალავად ვშრომობდით. ჩვენ გავაერთიანებთ თქვენს ქვეყანას. თქვენ გეოპოლიტიკურად წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ხართ და თქვენ გვერდით ვიდგებით ამ პროცესში. ასე რომ, ველოდებით ამას. პრეზიდენტი ტრამპი მოდის ადმინისტრაციაში და თქვენ იხილავთ ცვლილებებს საგარეო დიპლომატიაში, მეტ მშვიდობას მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთში, უზარმაზარ ეკონომიკურ ცვლილებებს“, – განაცხადა კიმბერლი ლოუმ. ორიოდე დღის წინ ვივეკ რამასვამიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ილონ მასკთან ერთად აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას შეისწავლის. 221 1-ს მოსწონს
|