x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ინდოეთში მშობლებმა ვაჟის "განსაკურნად" 14 წლის ნათესავი გოგონა მსხვერპლად შეწირეს
image

ინდოეთში, ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა ავადმყოფი ვაჟის განკურნება მსხვერპლთშეწირვით. ამის შესახებ გამოცემა Republic World წერს.


ტრაგედია ქალაქ დეორიაში, (უტარ-პრადეშის შტატი) მოხდა. მეუღლეებმა სავიტამ და შეშნათ იადავებმა მოკლეს 14 წლის დისშვილი, რომელიც ნათესავების ქორწილის შემდეგ სტუმრად მიიწვიეს. მათ რამდენჯერმე მიაყენეს დანით ჭრილობა, სანამ გოგონა სისხლისგან არ დაიცალა, შემდეგ კი გვამი სიმინდის გროვაში გადამალეს. პოლიციის თანამშრომლებმა ის ერთი დღის შემდეგ იპოვეს. ჭრილობების შესწავლის შემდეგ, სამართალდამცავებმა ეჭვობდნენ, რომ ვიღაცამ მსხვერპლთშეწირვის რიტუალი ჩაატარა.პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვნის სხეულის ხუთი ნაწილი დანით გადასერეს და მუცლიდან, გულმკერდიდან და ხელებიდან სისხლი აიღეს.


იქვე ახლოში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დაადასტურა დანაშაული.



სავიტასა და შეშნათ იადავის სახლის ტერასაზე გოგონას ტანსაცმელი და სისხლიანი დანა იპოვეს. დაკითხვისას წყვილმა ჩადენილ დანაშაული აღიარა. როგორც გაირკვა, ეს მათ შვილის გადარჩენის იმედით გააკეთეს, რომელიც დაბადებიდან ფსიქიკურად დაავადებულია.


ქალის თქმით, სიზმარში მას გარკვეული ღვთაება გამოეცხადა და შვილის განკურნებას დაჰპირდა, თუმცა ის ერთ პირობას აყენებდა: არასრულწლოვან გოგონას მსხვერპლად შეწირვა. არჩევანი მის დისშვილზე შეჩერდა.


წყვილი დააკავეს.

0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0