ფოტოგრაფია მსუბუქი ეროტიკის და ქალის უბიწოების ჰარმონიული ნაზავი-უკრაინელი ფოტოგრაფის არაჩვეულებრივი ნამუშევრები+16 გუშინ, 14:53 არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ უკრაინელი ქალები ერთ-ერთი ყველაზე ლამაზები არიან მსოფლიოში.უკრაინელმა ფოტოგრაფმა დავიდ დუბნიცკიმ(Давид Дубницкий)დნეპროპეტროვსკიდან შეძლო გადმოეცა სლავი ქალის სილამაზის ყველა აღმატებულობა და ღირსება. თავიდან ვერც მიხვდებით ფოტოებია ესენი თუ ფერწერული ნახატები.თითქოს გოგონები ნიჭიერი მხატვრების ტილოდან გადმოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებზე გოგონები ნახევრადშიშვლები ან მთლიანად შიშვლები არიან, ენა ვერ მოგიბრუნდებათ, რომ ფოტოებს ვულგარული ან გარყვნილი უწოდო.პირიქით, ფოტოების დათვალიერებისას სულ სხვა გრძნობები გაგიჩნდებათ:ქალის უბიწოების, ჰაეროვნების და სექსუალურობის ნაზავი, რომელსაც სინათლის, ჩრდილებისა და რაკურსის შერჩევით იღებს ფოტოგრაფი. დუბნიცკი ამბობს, რომ საკუთარ ფოტოგრაფიაში ის ასახავს მრავალი ადამიანის ფანტაზიებსა და სურვილებს. და, მართალაც ფოტოების უმეტესობაში შეიძლება იფიქროთ, რომ ვიღაცა ოცნებობდა მთელ ამ სილამაზის ხილვაზე. „მინდა, რომ გაჩვენოთ ნამდვილი ქალური სილამაზე. ჩემთვის ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ ცხოვრებისეული მომენტების გადაღების საშუალება, ეს არის ქალის სულის გამოვლინება, ყოველგვარი ფილტრების გარეშე “, - ამბობს ფოტოგრაფი. დევიდ დუბნიცკი არის თვითნასწავლი ფოტოგრაფი, რომელმაც სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს 34 წლის ასაკიდან. მას აქვს რამდენიმე ფოტოკამერა და იღებს ფოტოებს ანალოგური აპარატურით. ნამუშევრები ძირითადად ფერადია; ფერები და განათება ჩარჩოში განწყობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ყოველი გადაღება იწყება იდეით. ამისთვის არჩევს ლოკაციებს, მოდელს და იაზრებენ უმცირეს დეტალებს. ფოტოგრაფის სრული კოლექცია შეგიძლიათ იხილოთ ამ <<ბმულზე>>168 3-ს მოსწონს
|