პროფილაქტიკა რა უნდა ვიცოდეთ მაკარონზე თუ გახდომა გვინდა 12 დეკემბერი, 11:21 ჭარბი წონა – ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური, ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.
უმეტეს შემთხვევაში ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის - ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. ყურებს ნუ ჩამოყრით და ნუ იფიქრებთ, რომ შორს ხართ პრიალა იდეალებისგან, ვინაიდან დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროთ მაკარონის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ გახდომაში. რა უნდა ვიცოდეთ მაკარონზე გასახდომადყველამ ვიცით, რომ მაკარონი არის პროდუქტი, რომელიც შეიცავს 70% ნახშირწყლებს. ბევრია, არა? მაგრამ სიტუაციას გადაარჩენს ის ფაქტი, რომ ეს არის რთული ნახშირწყლები და ისინი კარგია, რადგან ისინი ნელა შეიწოვება და იძლევა სისავსის ხანგრძლივ შეგრძნებას. გარდა ამისა, სისხლში შაქრის დონე პრაქტიკულად არ იზრდება. ეს გამოწვეულია ამ პროდუქტის ნელი შეწოვით. ხორბლისგან დამზადებული მაკარონი შეიცავს ერთ პროცენტზე ნაკლებ ცხიმს, რაც მას პრაქტიკულად დიეტურ პროდუქტად აქცევს. ასევე, მტკიცე ხორბლისგან დამზადებული პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ბოჭკოებს. ის ეხმარება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, ასუფთავებს ნაწლავებს და ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობას. ეს ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ პლიუსია ფიგურისთვის. მაკარონი შეიცავს B ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას, რაც ხელს უწყობს ემოციური მდგომარეობის შენარჩუნებას და რეგულირებას და აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება შაკიკის დროს. მაკარონი საკმაოდ მდიდარია მინერალური ელემენტებით. როგორ მიიღოთ მაკარონი და არ ინერვიულოთ თქვენს ფიგურაზე? გამორიცხეთ სოუსები, მარილი და იყიდეთ მყარი ხორბლისგან დამზადებული სპაგეტი. რა შეგიძლიათ დაამატოთ: ზეითუნის ზეთი, სანელებლები, მწვანილი, ლიმონის წვენი, მწვანილი. 101 3-ს მოსწონს
|