![შოკოლადის პასტა 5 წუთში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202412/2024120322223673439.jpg)
ინგრედიენტები:
კარაქი — 125 გრ.
ნიგვზიანი შოკოლადის ფილა — 90 გრ.
შესქელებული რძე — 1 ქილა (380 გრ.)
კაკაოს ფხვნილი — 1-1, 5 ს. კ. ![შოკოლადის პასტა 5 წუთში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202412/2024120721195673439.jpg)
მომზადება:
I. თასში გაადნეთ კარაქი და გადმოდგით ცეცხლიდან > დატეხეთ და დაამატეთ შოკოლადის ფილა > ურიეთ ხელის სათქვეფით, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
II. დაუმატეთ შესქელებული რძე > ისევ ხელის სათქვეფით ურიეთ და ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი.
III. მიღებული პასტა გადაიტანეთ მინის ქილაში და მაცივარში შეინახეთ, რომ კარგად გაგრილდეს და შესქელდეს.
აქვე გთავაზობთ, "შოკოლადის იტალიური დესერტის" რეცეპტს, რომელიც მოსამზადებლად ასევე მარტივია და ძალიან გემრიელია:![შოკოლადის პასტა 5 წუთში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202412/2024120721213173439.jpg)
ინგრედიენტები:
33-35%-იანი ნაღები — 400 მლ.
მწარე შოკოლადი — 400 გრ.
შაქრის პუდრი — 4 ს. კ.
ლიქიორი "Baileys" — 4 ს. კ.
ნიგოზი — 50 გრ.
ორცხობილა, ან ბისკვიტი — 50 გრ.
კარაქი — ფორმაზე წასასმელად ![შოკოლადის პასტა 5 წუთში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202412/2024120721222073439.jpg)
![შოკოლადის პასტა 5 წუთში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202412/2024120721131773439.jpg)
მომზადება: ![შოკოლადის პასტა 5 წუთში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202412/2024120721230273439.jpg)
I. ნიგოზი და ორცხობილა (ბისკვიტი) მოათავსეთ ბლენდერში და დაფხვენით.
II. ნაღებს დაუმატეთ შაქრის პუდრი და ნაჭრებად დამტვრეული შოკოლადის ფილა > დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ > დაუმატეთ ლიქიორი და მორევა გააგრილეთ.
III. კვადრატულ, ან მართკუთხა ფორმაში ჩააფინეთ სამზარეულოს აპკი > წაუსვით კარაქი > გამზადებული ნაფხვენის ნახევარი ჩაყარეთ ფორმაში და თანაბრად გაანაწილეთ > ჩაასხით შოკოლადის მასა > ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ნაფხვენი.
IV. შედგით მაცივარში, მინიმუმ, 4 საათით.
V. გამზადებული დესერტი ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით ულუფებად. ![შოკოლადის პასტა 5 წუთში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202412/2024120721233673439.jpg)
![შოკოლადის პასტა 5 წუთში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202412/2024120719521273439.gif)
![შოკოლადის პასტა 5 წუთში image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202412/2024120721245473439.jpg)