x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138669
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512296
სიმსივნის ბოლო სტადიის დიაგნოზ გამოტანილმა პაციენტმა წლების შემდეგ ის ექიმები მოინახულა და ყველა გარდაცვლილი დახვდა

image
ხშირად ძალიან გამოცდილი ექიმებიც უშვებენ შეცდომას და არასწორ დიაგნოზს სვამენ მიზეზთა გამო. ასეთი არასწორი დიაგნოზი დაუდგინეს ამ მამაკაცს, გასული საუკუნეში 1976 წელს. სტამატისა მორაიტისს, რომელიც ბერძენი გახლდათ ქვეყნის წამყვანმა ონკოლოგებმა მაშინ სიმსივნის ბოლო სტადიის დიაგნოზი დაუსვეს და არც ქიმიოთერაპიის ჩატარება ურჩიეს, დროის ფუჭი ფლანგვა იქნებაო. მას მაქსიმუმ 1 წლის სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც პირდაპირ უთხრეს სათქმელი.
სტამატისი დაბრუნდა სახლში ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, კუნძულ იკარიაში და ოჯახთან ერთად გააგრძელა ცხოვრება. ის ძირითადად ლობიოს ნაირსახეობებით იკვებებოდა, პრაქტიკულად არ იღებდა ხორცეულს, სვამდა ადგილობრივი ჯიშის სუფთა ღვინოს, იღებდა ადგილობრივი წარმოების ნატურალური ბოსტნეულის სალათებს ისევე, როგორც კუნძულის სხვა მცხოვრებლები. გავიდა წლები და სტამატისმა გადაწყვიტა მოენახულებინა ის ცნობილი ექიმები ათენში, რომლებმაც 1 წლის სიცოცხლე "მისცეს" მძიმე დაავადების გამო. მივიდა და ჰოი საოცრებავ! არცერთი ის ონკოლოგი, რომლებმაც მას სიმსივნის ბოლო სტადია დაუდგინა გარდაცვლილი აღმოჩნდა.
სტამატისი ისევ სახლში დაბრუნდა და 107 წელი სრულიად ჯანმრთელმა იცხოვრა.
მეტიც, მისი ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ოჯახის უფროსი თითქმის 90 წლამდე ქმედუნარიანი იყო ცოლქმრული მოვალეობის შესასრულებლად.
სტატიის ავტორის თქმით, რომელიც თავადაც ექიმია კუნძულზე სპეციფიური ნიადაგი და კლიმატია რისი წყალობითაც, იქ მოყვანილი ბოსნეული და საკვები მცენარეები ჭარბად შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ადგილობრივების მენიუში უხვადაა მწვანე ბოსტნეული და თხის რძე. სპეციალურმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ იკარიელი მამაკაცების 80%-ი 65 წლიდან 100 წლამდე სრულფასოვან სექსუალურ კავშირს ამყარებდა პარტნიორთან.
ასეა თუ ისეა ეს ბაბუ არასწორად დასმული დიაგნოზის მიუხედავად არც დეპრესიაში ჩავარდნილა, არც ცხოვრებაზე აუღია ხელი და მეუღლესთანაც საკმაოდ დიდხანს ჰქონდა ცოლქმრული მოვალეობის შსრულების შესაძლებლობაც.

0
66
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
66